"ხვიჩა გუნდს სილამაზეს სძენს, მაგრამ თუ საუბარი კარგ ფულზეა, უნდა გაყიდონ" - ამბობს „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე მოსკოვის „დინამოსთან“ მოგებული მატჩი (2:0) ყაზანური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა რენატ კამალეტდინოვმა БИЗНЕС Online-თან მიმოიხილა და ისევ ისაუბრა გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის აუცილებლობაზე, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

კვარაცხელია უნდა გაიყიდოს, ვიდრე მოთხოვნაა

"რა თქმა უნდა, „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიაზე დამოკიდებულია და ეს იგრძნობა. ის ხომ მხოლოდ ყაზანური კლუბის ლიდერი კი არა, არამედ საერთოდ მრავალი კრიტერიუმით მთელ ჩემპიონატში გამოირჩევა. ხვიჩა „რუბინის“ ფეხბურთს სილამაზეს სძენს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ დაცვაში ისევ ვერ არის ეფექტური, როგორც სასურველია. მეორე ტაიმში უკლებს და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი
მცირდება. დარწმუნებული ვარ, ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკურად მომძლავრდება და მატჩის დასასრულს მეტი ძალა დარჩება. ისიც სათქმელია, რომ მისდამი მეტოქეთა ყურადღება გაიზარდა. ახლა ზედმიწევნით ყურადღებას აქცევენ, რის გამოც თამაში უფრო უჭირს: ერთი მცველი ბურთის ართმევას ცდილობს, ხოლო მეორე მუდმივად აზღვევს. ასეთ სიტუაციაში თავის წარმოჩენა უფრო რთულია, მაგრამ ორი მეურვის მოტყუებას მაინც ახერხებს.

კვარაცხელიასთან ერთად „რუბინს“ გასულ შეხვედრებში, რა თქმა უნდა, გაცილებით გაუადვილდებოდა, მაგრამ რას იზამ. მე ვფიქრობ, ვიდრე ასეთი შესაძლებლობაა, მისი გაყიდვაა საჭირო. რა თქმა უნდა, თუ საუბარი კარგ ფულზეა. ხვიჩას გასხვისება აუცილებელია, ვინაიდან ადრე თუ გვიან ნებისმიერ შემთხვევაში წავა და სანამ მოთხოვნაა, კლუბმა ამით უნდა ისარგებლოს. მან „რუბინში“ კარგად იმუშავა და სლუცკის მადლიერი უნდა იყოს, თვისობრივად ახალ დონეზე რომ გაიყვანა. „ლოკომოტივსა“ და „რუბინში“ რომან შარონოვთან ის ასე საჭირო არ გახლდათ, სლუცკის ხელში კი დიდი ნდობა დაიმსახურა.

დაე, ხვიჩა სათამაშოდ სხვა ჩემპიონატში წავიდეს, მაგრამ ყაზანელებისთვის აუცილებელი იქნება შემადგენლობის გაძლიერება. საუბარი ერთი ფეხბურთელის მეორით შეცვლაზე კი არა, არამედ მოთამაშეთა მთელ ჯგუფზეა. როდესაც არც მაკაროვი იყო და არც კვარაცხელია, „რუბინის“ თამაში საერთოდ მოიშალა. ასეთ სიტუაციაში ყაზანელები ევროტურნირებზე რომ მოხვედრილიყვნენ, გუნდს უბრალოდ გაბრდღვნიდნენ. ე.ი. გაძლიერება მართებთ. თუ „რუბინი“ კონფერენცლიგაში იქნება ან მით უმეტეს, რანგით უფრო მაღალ ტურნირზე, სხვადასხვა პოზიციაზე ერთბაშად 4-5 ფეხბურთელი გახდება მოსაძებნი. გუნდში ახლა მოკლე სათადარიგოთა სკამია".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს იდიოტია ვიღაცაა ? რა უკლებს მეორე ტაიმში და რა იღლება ? სლუცკი ამბობს ხვიჩას იმხელა ენერგია აქვს მინიმუმ 3 პაიმის თამაში შეუძლიაო ! და კიდევ რო ამბობსდ დაცვაში არაა ეფექტურიო მოლო 5 თამაშის სტატისტიკით ცვიჩა გუნდში მესამეა ბურთის ართმებევის და ჩაჭრების მხრივ !
ზურა222
09:51 05-05-2021
1
რუსების ნდობა რომ არ შეიძლება ეს ფაქტია მე მახსენდება არზუმი რუბინის ყოფილი ფეხბურთელი რომელიც მართლაც ძაან მაგარია ფეხბურთელია სანამ რუბინში იყო მაშინაც სულ იძახდნენ რუბინის ხელმძღვანელები რომ ევროპაში გავუშვებთ პრობლემემას არ შევუქმნით და ა.შ ბოლოს აღმოჩნდა ზენიტში და ბოლო 3 წელია ზენიტში თამაშობს მე დარწმუნებული ვარ რუსები მაქსიმალურად შეცდებიან ხვიჩა რუსეთში დატოვონ.
ზაზა
19:34 04-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული