ქართველების "როტორის" მორიგი უიღბლობა - 93-ე წუთზე წაგებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ქართველების "როტორი" გასვლაზე "სოჭისთან" 1:2 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ფაქტიურად ჩემპიონ "ზენიტის" ფარმ-კლუბია, ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის, ხოლო "როტორი" პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად და რა გასაკვირია, რომ მატჩი დაძაბული გამოვიდა.

მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკოლაი ყიფიანი სასტარტოში დააყენა, ხოლო გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო.

უკვე დებიუტში შეეძლო კვირკველიას ანგარიშის გახსნა, როდესაც კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ კი საბა და მეკარე ჩონდრიჩი ერთმანეთს შეეჯახენ და რუდენკომ "სოჭი" დააწინაურა. 30-ე წუთზე შეტკინმა
ყიფიანის პასით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, დავითაშვილს ორი მომენტი ჰქონდა, ჯერ ბურთი კარს ააცილა, ხოლო შემდეგ ხარიხას გაარტყა. ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, 93-ე წუთზე გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"როტორი" 21 ქულით ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა და 16 მაისს, უკანასკნელ ტურში ყაზანში "რუბინს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები ზურიკოს! ასეთი უიღბლობა ბოლო ფაზაში მართლაც იშვიათია. რაც მომენტები აქვს განიავებული მთელ მეორე წრეს ეყოფოდა.
ზურიკოს
23:22 07-05-2021
2
საბას აშკარად რაღაც ჭირს დღეს სუსტად ითამაშა.
????????
23:25 07-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული