ბერიძე სულაც აღარ ხუმრობს. ამ სეზონში მე-16 გოლი გაიტანა - 10 ჩემპიონატზე (25 მატჩში) და 6 თასზე.
უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "უიპეშტმა" გიორგი ბერიძის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით საკუთარ მოედანზე "ზალაეგერშეგი" 5:4 დაამარცხა.
"უიპეშტი" 42 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა და რაც მთავარია, თასი მოიპოვა და ევროტურნირებზე ისპარეზებს.
მერე იყო ის რო სულ უფრო და უფრო ხშირად მესმოდა იმერული თუ გურული აქცენტით ნათქვამი "აი კაი ბაღანა ყოფილა"-ეს ბერიძეზე და როცა კიტე შეცვალეს ვიღაც რუსთაველმა მიაძახა "საღოლ რუსთავსკი"
ვინც მაშინ სტადიონზე იყო ეს ყველაფერი გაგონილი აქვს