ნაოპერაციევმა წიტაიშვილმა ვარჯიში დაიწყო, შეკრებას კიევის "დინამოში" გაივლის და საქართველოს ნაკრებში ველით

AutoSharing Option
კიევის "დინამომ" თავის ოფიციალურ საიტზე გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და 20 წლის ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის მდგომარეობის თაობაზე დამაიმედებელი სიახლე შეგვატყობინა:

"გიორგი წიტაიშვილს ოპერაცია მარტში გაუკეთეს. უკვე სირბილი დაიწყო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, შეკრებას სულფასოვნად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაივლის. შესაძლოა, შეკრების დასაწყისში ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღოს".

წიტაიშვილი "დინამომ" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "ვორსკლაში" გაუშვა, სადაც 6 მარტს მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს.

იქამდე გიორგიმ საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, მაგრამ ტრავმის გამო
ჯერ ჩვენი ეროვნული გუნდის მაისური ვერ მოირგო და მის მალე მწყობრში ჩადგომას ველით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს მაგარი იცით თვითონ როდის გაახსენდა და ა.შ.
მადლისთვის თუ მოხერხდა ამის ჩვენთან ჩამოყვანა და "მოძმე" უკრაინელებმა არ აგვახიეს მაგის გარჩევის დროა? არ არის მამამისი თამადა,ფეხბურთელია და ესეც სავარაუდოდ არ იქნება 40 წუთიან საქართველოს სადღეგრძელოებზე გაზრდილი,მაგრამ მერე რა..
ის კი არა რუსები ახლაც ვერ ინელებენ ზინჩენკო როგორ ვერ ავახიეთ ხახოლებსო და ასე წაგლეჯვაზე არიან ერთმანეთში.
Levani
15 მაისი 2021 19:13
3
სიმართლის თქმა ცუდი საქმეა? ეგრე იყო და რაც იყო ის ითქვა. და რომ ითქვა თურმე ამიტომ ვაი თუ დავითარსეთ და აღარ ჩემოვა? თუ მართლა უნდა ისე კარგად ჩამოვა, რომ მოწონებული. თუ არ ჩამოვა და კარგად იყოს. ე.ი. მართლა არც უნდა და არც ღირს მისი ჩამოსვლა. ვისაც ქართული საქმე უნდა ისედაც გააკეთებს. თამადა რა შუაშია?
ოზუზი
15 მაისი 2021 21:47
0
სექტემბერში მაგარ ფორმაში უნდა იყოს ნაკრებში რო გაიბრწყინოს, მერე სკაუტები კარგ გუნდში წაიყვანენ
irakli
15 მაისი 2021 08:06
3
მადლობა ღმერთს რომ გაგახსენდათ.
კახა ქ.
15 მაისი 2021 05:43
5
თვითონ როდის გაახსენდა საქართველოს ნაკრები, უკრაინის ნაკრებში, რმ არ აიყვანეს?
ოზუზი
15 მაისი 2021 10:14
13
წარმატებები...იმედია სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის მზადიქნები...
romandro
15 მაისი 2021 02:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული