ქართველების ექსმწვრთნელი მამუკა ჯუღელთან დაპირისპირებაზე საუბრობს

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი რუსულ sport-express-ს მამუკა ჯუღელთან დაპირისპირებასა და ვოლგოგრადული კლუბიდან მის უსამართლო გათავისუფლებაზე ესაუბრა.

47 წლის სპეციალისტი ამბობს:

"ჩვენი სამწვრთნელო შტაბი დავალებას წარმატებით უმკლავდებოდა და "უფასთან" კომფორტული უპირატესობაც გვქონდა. რა მოხდა სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ?! "როტორი" პრემიერლიგიდან გავარდა...

საბა კვირკველიას აგენტი მამუკა ჯუღელი წუხდა, თუ რატომ არ თამაშობდა მისი ფეხბურთელი და მას ყველაფერი ავუხსენი. ვფიქრობ, აგენტები ასეთ საკითხებში არ უნდა ერეოდნენ. კონფლიქტი სწორედ ამის გამო მოხდა.

თუკი გუნდში მთავარ მწვრთნელს ნიშნავ, მას უნდა ენდო. უსიამოვნოა, როცა
ფეხბურთელი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, იგი ხომ მოედანზე ჩემთვის არ თამაშობს?!"

შეგახსენებთ, ხაცკევიჩი "როტორიდან" რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის შემდეგ  გაათავისუფლეს.



მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

altჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერზე "იუვენტუსისა" და "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდა



altჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერის გასაჩარხად იტალიაში მიფრინავს




მკითხველის კომენტარები / 4 /
მე პირადად ჯუღელის დიდი გულშემატკივარი არ ვარ,მაგრამ მისი გაშვების ჯუღელზე დაბრალება რბილად რომ ვთვათ ძაან არაადეკვატური განცხადება იმიტომ გაუშვეს რომ კატასტროფული შედეგები ქონდა გუნდს ჩემპიონატში.
ერთად გადმოვიდნენ როტორი და ხიმკი პრემიერ ლიგაში და ხიმკი 10 ლში გავიდა და როტორი მთელი სეზონი გასავარდნზონას ვერ გაცდა და მისი ხელმძღვანელობით.
მწვრთნელი არის გუნდის შედეგზე პასუხისმგებელი.
ზაზა
12:36 18-05-2021
2
ქართველების ფეხბურთელების შეფასებაში სწორია ეს კაცი.ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ჯუღელზე ვერაფერს ვიტყვი!
ქომაგი
15:59 18-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული