ანორთოსისის წარმატებასა და მომავალზე
- მიხარია, რომ 13 წლის შემდეგ გუნდს ტიტული მოვუპოვეთ. ძალიან დიდი განცდა იყო. თამაშამდე გულშემატკივრებმა ავტობანი გადაკეტეს და მათ პოლიციაც შეუერთდა. მატჩის შემდეგ კი მთელი ქალაქი ზეიმობდა ტიტულს ჩვენთან ერთად და კომენდანტის საათიც დაივიწყეს.
მე ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი მაქვს. სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ვნახოთ, მერე რა მოხდება.
მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებზე
- ნიდერლანდებთან მაგარი თამაში იქნება, რადგან არასოდეს შევხვედრივართ,
გიორგი მამარდაშვილზე
- ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მამარდაშვილთან. უგუნდობის დროს „დინამოში“ ვვარჯიშობდი და მაშინ დავინახე, რამხელა ტალანტია. იმედია, გიორგის მალე ტოპ-კლუბში ვიხილავთ.
შესარჩევი შეხვედრები ბათუმში
- ვუყურებდი ბათუმში გამართულ მატჩს. რასაც ევროპაში მიჩვეული ვარ, ანალოგიური იყო და ძალიან მესიამოვნა, რომ იქ ვითამაშებთ, რადგან მგონია, რომ ასეთივე ვითარებაში ითამაშებს ნაკრები.
ხვიჩა კვარაცხელიაზე
ხვიჩა იმსახურებს ტოპ-ლიგაში თამაშს, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელია.
წყარო: პირველი არხი
კვიპროსული მედია ლორიას ახალ კონტრაქტზე წერს...
ლორიას ძალიან მაგარი "სეივი" ტურში საუკეთესო იყო - ქართველის იმედი თასზე აქვთ [VIDEO]