რუსული ავტორიტეტული გამოცემა БИЗНЕС Online წერს, რომ "რუბინის" მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის აგენტი კრისტიან ემილე უფლებამოსილია, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებები გამართოს.
სტატიაში წერენ, რომ სწორედ ემილი დაეხმარა სლუცკის ინგლისურ "ჰალსა" და ნიდერლანდურ "ვიტესში" დასაქმებაში.
БИЗНЕС Online ამტკიცებს, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი ექვს ევროპულ კლუბს აქვს და ის "რუბინს" 95-პროცენტიანი ალბათობით დატოვებს.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას მიმართ ინგლისური "ევერტონისა" და "ლიდსის" დაინტერესებაზე წერდნენ.
მომზადებულია БИЗНЕС Online-ის მიხედვით
13:58 28-05-2021
БИЗНЕС Online ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებებზე საუბრობს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჩვენს ხვიჩას "კაი გაძლებას" ვუსურვებთ.
10
0
შეეშვით ამ ბიჭს გთხოვთ რომ გადავა სხვა კლუბში მერე დაწერეთ .არ დათარსოთ ჭანკვეტაძე დავით .
9
14
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული