მამარდაშვილი კარიერას "ლა ლიგაში" განაგრძობს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" პრესსამსახურმა SPORTALL.ge-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი ივლისიდან ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ "ვალენსიაში" ითამაშებს.

თბილისური კლუბები "დინამო" და "ლოკომოტივი" მამარდაშვილისთვის იჯარის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. 20 წლის მეკარე "ვალენსიაში" ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლებით ითამაშებს.

გიორგი მამარდაშვილი გასული სეზონის ევროპა ლიგაზე მოსკოვის "დინამოსა" და "გრანადას" წინააღმდეგ განსაკუთრებით მაღალ დონეზე გამოვიდა. "ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებულია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ, საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერის მწვრთნელობისას დამარცხდა.

მამარდაშვილის მომავალმა კლუბმა ლა ლიგის ახლახან დასრულებული სეზონი
მე-13 ადგილზე დაასრულა. გუნდის ძირითადი მეკარე ნიდერლანდელი იესპერ სილესენია.

altlavozdelpuchades: ზაფხულში მამარდაშვილი "ვალენსიაში" გადავა

alttransfermarkt-მა ფასები განაახლა, მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული იქნება



მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები!
დავითი
29 მაისი 2021 04:52
1
ყოჩაღ, იმედია მოახერხებ თავის დამკვიდრებას, წარმატებები!
^^^
29 მაისი 2021 01:34
1
რა 10 თამაში.ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი მეკარე სილესენი და ფრანგი დომენეკი ყავს ვალენსიას.მეორე გუნდში მიდის.
master
28 მაისი 2021 19:56
1
ერთი 10 მატჩიც რომ ათამაშონ ფანტასტიუტი იქნება
bejo
28 მაისი 2021 16:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული