სლუცკი: ხვიჩა ევროპული ტოპებისთვის ყველაზე "გემრიელი ლუკმაა"

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "იუთუბის" არხზე ინტერვიუში თავისი გუნდის გასულ სეზონში ასპარეზობა წარმატებულად ჩათვალა, ფეხბურთელების და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს გაუსვა ხაზი:

"იურა დიუპინი ეროვნულ გუნდში პირველად მოხვდა. ფეხბურთელისა და მეკარისთვის ასეთ სოლიდურ ასაკში. იმედია, ევროზე გაემგზავრება. ფილიპ ურემოვიჩი ამ სეზონში ხორვატიის ნაკრებში გამოიძახეს. კარლიც (სტასრფელდი) იხმეს. სამოხაც (სამოშნიკოვი). ზოტოვმაც, ალბათ, კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. ოლი (აბილდგორი) დანიის ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ იქ გიჟური კონკურენციაა და არ მგონია, ისევ უხმონ. იევტიჩმა როგორც იქნა, თავისი ზარბაზნიდან გაისროლა და გოლებით მნიშვნელოვანი ქულები მოგვაპოვებინა,
ყველა გადამწყვეტი იყო.

მაკაროვი და კვარაცხელია აქ არ განიხილებიან. დესპოტოვიჩმაც კარიერაში სტატისტიკურად საუკეთესო სეზონი ჩაატარა. ბაკაევმა, სამწუხაროდ, სეზონის წინ ტრავმა მიიღო და გამოგვაკლდა, მაგრამ კვარაცხელიას ტრავმის გამო ფორმის ფორსირება მოუწია.

ახლა ყაზანელ ფეხბურთელებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად აკვირდებიან. ყველაზე "გემრიელი ლუკმა" კვარაცხელიაა, რომლის შეძენა რამდენიმე ევროპულ ტოპს სურს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხ რა საცოდავი ხალხი ვარტ ჩვენზე ბედნიერი ვინ იქნებიდა მაკედონიასტან რო მოგვეგო და ეხლა ევრიპაზე ვყოპილიყავიტ ეჰ
irakli
15:34 31-05-2021
0
Chakbichon mere es gemrieli lukma da davisvnebebt chvenc da tavad fexburtelic. 11 dgeshi gadadebuli evropa icyeba da rusuli sportuli arxebi zaan magar rgolebs deben iutubze, tqven ubralod is mainc daceret vin aris jgufebshi da tamashebis ganrigi. Ori amxela turniria cin da chven imas ganvixilavt ris shesaxebac realuri informacia aragvaqvs.
Milani
08:12 31-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული