ქართველების "ვოლფსბერგერი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩშიც დამარცხდა "აუსტრიასთან" (1:2) და ევროტურნირის საგზური ვერ მოიპოვა.
ვენაში 0:3 წაგების შემდეგ მწვრთნელმა რომან სტარიმ გურამ გიორბელიძე და ლუკა ლოჩოშვილი შეუცვლელად ათამაშა. მასპინძლებს ორი მატჩის ჯამში გამარჯვების ისედაც მცირე შესაძლებლობა ჰქონდათ და როდესაც მსაჯმა 35-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით მათი გუნდის ნახევარმცველი მარიო ლეიტგები გააძევა, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა.
"ვოლფსბერგერმა" უბრალოდ ვერ გაუძლო ბუნდესლიგასა და ევროპა ლიგაზე ერთდროულად ასპარეზობას და სეზონის ფინიშის სწორზე ძალიან მოუკლო - უკანასკნელი 5 მატჩიდან 4 წააგო და 1 ფრედ
დაასრულა - ბურთების საერთო შეფარდება 4:14.