ოქრიაშვილს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბს უკავშირებენ...

AutoSharing Option
როგორც კვიპროსული მედია იუწყება, "ანორთოსისის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი ახლოსაა, "ომონიას" მაისური მოირგოს.

sigmalive-ის თანახმად, მხარეები მალე 3+1 კონტრაქტის შესახებ გამოაცხადებენ.

"ომონია" კვიპროსის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. გუნდის მთავარი მწვრთნელი 51 წლის ჰენინგ სტილ ბერგია, რომელსაც ინგლისურ "ბლექბერნშიც" უმუშავია.

რაც შეეხება ოქრიაშვილს - 29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 20 შეხვედრა გამართა და ცხრა გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა კვიპროსის თასზე გაიმარჯვა. 

alt"ანორთოსისიდან" ქეცბაიასთან ერთად ოქრიაშვილიც მიდის

alt"ქეცბაიას მესამე მარცხი ძვირად დაუჯდება" - რას წერს კვიპროსული

მედია ოქრიაშვილის დაბრუნებაზე?!


მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიგა და ლიგის შესარჩევი სხვა და სხვა რამეა. ლიგაზე ჯერ გასვლაა საჭირო...
Dato
17:57 01-06-2021
0
ოქრიაშვილს ანორთოსისთან შეთანხმება აქვს, თუ კვიპროსში ითამაშებს პრიორიტეტი ანორთოსისს აქვს... მაგრამ ლიგაზე თამაში სხვა თემაა!
zura
17:18 01-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული