hitc: "ლიდსთან" კვარაცხელიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - "რუბინმა" 23 მილიონი ფუნტი მოითხოვა

AutoSharing Option
ბრიტანულ hitc-ზე ჟურნალისტი დენი ოუენი "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ყაზანური კლუბი მზადაა ფეხბურთელი "ლიდსთან" მილაპარაკების შემდეგ 23 მილიონ ფუნტად გაყიდოს:

"ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" დატოვებს და პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა. ევროპის მრავალი კლუბი 20 წლის ქართველის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობს და "რუბინი" მას ამაში ხელს არ შეუშლის.

მიუხედავად იმისა, რომ ფინიშის სწორი შორია, "ლიდსი" კვარაცხელიასთვის ბრძოლაში უკეთეს პოზიციაში იმყოფება.

"ლიდსის" დირექტორმა ვიკტორ ორტამ მოლაპარაკებები გამართა, რომელთა შედეგად კვარაცხელია ადგილსამყოფელს - თათრეთის რესპუბლიკას დასავლეთ იორკშირის
ბორცვებით შეიცვლის.

თბილისის "დინამოს" ყოფილმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახლახან კონტრაქტი გააფორმა საბაზო საფეხბურთო სააგენტოსთან და როგორც მოსალოდნელია, მისი წარმომადგენლები ფართოდ განხილვად ტრანსფერს რეალობად აქცევენ.

"მე ვხედავ, რომ ხვიჩა მზადაა პრემიერლიგისთვის, ამ ლიგაში განვითარებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია. მე ვიცი, რომ სოლიდური წინადადების შემთხვევაში, "რუბინი" მას არ დააბრკოლებს.

თუმცა გუნდი დიდი ხნის შემდეგ ევროტურნირებზე გავიდა და რატომ არ უნდა გაიმარჯვოს ხვიჩასთან ერთად და მომავალ სეზონში არ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე?", - ამბობს აგენტი შანდორ ვარგა.

"ევერტონის" დირექტორმა მარსელ ბრანდსმა განაცხადა, რომ მათ კლუბს კვარაცხელიას შეძენა შესთავაზეს, მაგრამ მოცემულ მომენტში ამ ვარიანტს არ განიხილავენ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლიდსი კვარა უმცროსისთვის ძალიან კარგი ვარიანტია. ლიდსს ძალიან კარგი მწვრთნელი Ჰყავს და კვარას მისცემს შანსს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.
G.A.L.
02 ივნისი 2021 09:19
0
ლოდსი და პრემიერლიგა არანაირად არ აწყობს ხვიჩას ! ჯერ ერთი სამუშაო ვიზას ვერ მიიღებს სანამ 21 წლის არ გახდება ანუ ფაქტიურად მთელი სეზონი გაუცდება და მეორეც--პრემიერლიგაში როგორი ფეხბურთია ყველამ ვიცით იქაურ მცველებს განსაკუთრებით არ უყვართ დრიბლიორები და 1-2 მოტყუების მერე პირდაპირ ფეხის მოგლეჯვაზე მიდიან და ფეხებზე კიდიათ მსაჯი თუ გააძევებს ! სამაგიეროდ თავისი "მე" ს ამბიციებს იკმაყოფილებენ და მაყურებლის(რომლებსაც ასევე მოსწონთ უხეში და მჩეხავი თამაში)ოვაციებით ტკბებიან გასახდელის გზაზე @ ეგეთი მომენტები ასობით გვინახავს !
ზურა222
02 ივნისი 2021 09:05
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული