ქართველების "ანორთოსისი" შესაძლოა დაუშვილმაც დატოვოს - ბუბას უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობენ

AutoSharing Option
goal.philenews.com-ი წერს, რომ შესაძლოა, "ანორთოსისი" გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა დატოვოს.

32 წლის ჩვენებურის დამატების სურვილს კიდევ ერთი კვიპროსული გუნდი "აპოელი" გამოთქვამს.

ვითარებას მხოლოდ ერთი ფაქტი ართულებს. საქმე იმაშია, რომ "აპოელი" ფინანსურ კრიზისშია, დაუშვილის სანაცვლოდ კი ფულის გადახდა არ შეუძლია, თანაც ბუბას "ანორთოსისთან" შრომითი ხელშეკრულება კიდევ 1 წლით აკავშირებს.

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი გუნდს კონტრაქტის ორმხრივად გაწყვეტაზე შეუთანხმდება, "აპოელი" მას უფრო დიდ ხელფასს ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისიდან" "აპოელში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას ტრანსფერიც
გადაწყვეტილი ამბავია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფინანსურ კრიზისში მყოფი გუნდი უფრო მაღალ ხელფასს პირდება?თუმცა რა გასაკვირია,რასაც ჩვენ 30 წელია ჩვენი მთავრობები და პარლამენტარები გვპირდებიან!!!!..
Tazo
21:40 03-06-2021
0
კაცი 32 წლის ყოფილა და ჯერ მე ამის ფეხბურთი არ მინახია
მახა
17:16 03-06-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული