სატრანსფერო ბომბი - ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისიდან" "აპოელში" გადავიდა.

კვიპროსული პრესა აცხადებს, რომ ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ოქრიაშვილი უკვე თავისუფალი აგენტი იყო, "ომონიასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ საბოლოო არჩევანი "აპოელის" სასარგებლოდ გააკეთა.

სატრანსფერო ბომბი - ასე აფასებს 24sports-ი განხორციელებულ ტრანსფერებს. კლუბის პრეზიდენტ პროდრომოს პეტრიდესს აღფრთოვანებული გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მადლობას უხდიან და გუნდის აღორძინების იმედს გამოთქვამენ.

"ახლა უკვე ჩეპიონები უნდა გავხდეთ, ევროტურნირებზე დავბრუნდეთ და სეზონური აბონემენტები სასწრაფოდ შევიძინოთ", - წერენ ქომაგები.

არაა გამორიცხული, "აპოელში" ფამაგუსტური გუნდიდან ბუბა დაუშვილი
გადავიდეს. მოკლედ, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" ახალი გუნდის აწყობა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
აუუუჰჰჰ,რა ბომბაა!!!!:)):))
Tazo
04 ივნისი 2021 07:38
1
ანორთოსისი ხო ააშენეს ეხლა აპოელის ჯერია, საწყალ ქეცბაიას რამის ინფარქტი დამართეს
მამუკა
04 ივნისი 2021 02:41
1
იმედია ეგ გუნდი მარსზეა ან ჩრდილოეთ კორეაში
მადლობა გმირებო
04 ივნისი 2021 02:37
1
მართალია ამათგან უკეთესის იმედი ნამდვილად არ მქონდა,მაგრამ რავიცი მთლად წყალწაღებულ გუნდში მივიდნენ როგორც ვატყობ:D რავიცი ასეთ ტრანსფერებს მე პირადად მირჩევნია ქართულ კლუბებში ითამაშონ და ადგილობრივებს დაეხმარონ,პლიუს ჩემპიონატის დონეც აიწევდა.რომელიმე ევრო ტურნირის შესარჩევს მაინც თამაშობდეთ ბიჭო! რაის აპოელი?ან ყოფილიყავით ანართოსისში ისევ
აბგდ
04 ივნისი 2021 02:33
1
სადაც კაი პირობებია იქ უნდა წავიდნენ მაგრამ ქეცბას ასე დაკიდება ტეხავს ამ დებილებისგან,აპოელი ის აპოელი აღარ არის რაც ადრე გვახსოვს
გულშემატკივარი
04 ივნისი 2021 02:14
1
ლიის მოგებას აპირებენ
tete
04 ივნისი 2021 00:44
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული