საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.
კაკაბაძემ "ტენერიფე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "კრაკოვიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კრაკოვული კლუბი.
კაკაბაძე კლუბმა ორიგინალურად წარადგინა - ფორმა კრაკოვში "მოია გრუზია პიეკარნიაში" გადასცეს.
ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "ხიმნასტიკში", "ესბერგში", "ლუცერნსა" და "ტენერიფეში", საქართველოს ნაკრებში 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
"კრაკოვია" გასულ სეზონში 16-გუნდიან ექსტრა კლასაზე მე-14 ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად გაძლიერდება, რადგან ოთარის გარდა უკვე კიდევ 4 ფეხბურთელი დაიმატა.
გუნდის მწვრთნელი 48 წლის მიხალ პრობიერზია.
1. ბავშვობიდან არასწორედ იზრდებიან დაწყებული კვებიდან დამთავრებული ფსიქოლოგიით და რეჟიმით
2. ძალიან ადრე გადადიან თავის ჭკუით ეეეეევროპულ გუნდებში.
გამოსავალი ძალიან მარტივია - დარჩით ბიძია საქართველოში 22-25 წლამდე ჩამოყალიბდით პირველ რიგში როგორც ადამიანები, აქ აჩვენეთ რა შეგიძლიათ, გახდით ჩემპიონები, ბომბარდირები (ერთხელ და ორჯერ კიარა რამოდენიმეჯერ), ევროტურნირებზე ჯგუფში შედით, ძვალი და კუნთი გაიმაგრედ, ლიდერებად ჩამოყალიბდით ფსიქოლოგიურად გაძლიერდით და მერე ერთი 2 კაპიკ ნაშოვნი წადით იქ და მე ვიყო უნამუსო თუ იმ 5-7 წელიწადში უფრო მეტი არ გამოიმუშავოთ, იქ ხომ ისედაც ფულის გამო მიდიხართ...
ტეხავს რა ბოლო 10 წლოს განმავლობაში მარტო დინამო თბილისიდან ვინც ხართ წასულები ნეტა სად ხართ (ერთი კიტე თამაშობს და ისიც სად?) ყოფილიყავით ერთი 3-4 სეზონი ერთად ლიგაზეც გახვიდოდით და უფრო დიდ წარმატრბას მოუტანდით თქვენ თავსაც და მშობლიურ გუნდსაც. ნუთუ იმდენი ტვინი არ გაქვთ და ერთმანეთის მაგალითზე ვერ სწავლობთ და ვითომ აგენტებს ენდობით...
სულ ესე გზა აბნეულები იქნებით სანამ სახლში არ მიღწევთ წარმატებას.
ცოტა ხნის ინტერვიუსავით გაკეთდა სადაც იმედი გამოთქვა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე.აი ასე უნდა აიხდინო ოცნება.