sport.business-მა "რუბინის" სამზადისზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გუნდში 11 ლეგიონერია, მათგან 8 უნდა დარჩეს; ერთ-ერთი სავარაუდო წამსვლელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც სეად ჰაკშაბანოვიჩის სახით კარგი შემცვლელი მოუმზადეს. მასზე მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ სერიოზული ფეხბურთელია და იმედებს ამყარებს. გამოცემამ გუნდში ზურიკო დავითაშვილის დარჩენის შანსებიც შეაფასა, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით "როტორში" თამაშობდა.
"კვარაცხელია "რუბინის" ფეხბურთელად რჩება. ფეხბურთელი ყველასთან ერთად ატარებს საწვრთნელ შეკრებას, მაგრამ მასზე ახალ სეზონში იმედების დამყარება არ ღირს. ამჟამინდელი სატრანსფერო ფანჯარა ქართველის გასაყიდად ყველაზე კარგი დროა და ამ
მიმართულებით მუშაობა მიდის. კითხვა ევროპის ჩემპიონატის გამო "ჩამოკიდებულ მდგომარეობაშია". კლუბები პოტენციურ ახალწვეულებს ევროზე აკვირდებიან. ამიტომ იმ ფეხბურთელებზე გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც ტურნირზე არ ასპარეზობენ, არ ჩქარობენ.
ხვიჩას გარდა, ახლა "რუბინში" 8 ადგილზე 11 უცხოელია. შემდეგი, ვინც ამ სიიდან უნდა გავიდეს, ზურიკო დავითაშვილი უნდა გახდეს. ამასთან, "რუბინი" განიხილავს მის, როგორც კიდევ იჯარით გაშვების, ასევე სრულფასოვნად გაყიდვის შესაძლებლობას. რჩება კიდევ ერთი ზედმეტი ლეგიონერი და მის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მოძებნილი არ არის".