გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ და ამისთვის გაძლიერებას გეგმავენ.
საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს ბელგიურ "სერენში" იჯარა ამოეწურა.
ჯერჯერობით კლუბს გადაწყვეტილება არ მიუღია, გიორგის ისევ გაანათხოვრებენ თუ თამაშის საშუალებას მისცემენ. გასულ სეზონში "მეცის" ყველაზე შედეგიანი ფორვარდი 22 წლის იბრაჰიმ ნიანი იყო. სენეგალელმა 6 გოლი გაიტანა.
"მეცი" სოფიანე ალაკუჩითაა დაინტერესებული. ლიგა 1-დან გავარდნილი "ნიმის" 22 წლის
საფრანგეთის ლიგა-1-ის 2021-22 წლების სეზონის კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
შეგახსენებთ, 20 წლის გიორგი მიქაუტაძეს ბელგიურ "სერენში" მშვენიერი სეზონი ჰქონდა და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა ფორვარდმა, პლეი-ოფების ჩათვლით, 22 გოლის გატანა შეძლო და საკუთარი კლუბის ბელგიურ ელიტაში აღზევებაში უდიდესი როლი შეასრულა. მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მომზადებულია livefoot-ის მიხედვით
"ქართველი თავდამსხმელი როგორ არ ვახსენოთ?!" - მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდშია...