კვირკველიამ შეიძლება რუსეთში გუნდი გამოიცვალოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ შეიძლება კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გადასულ "ნიჟნი ნოვგოროდში" გააგრძელოს, - იტყობინება Sport24-ი.

გამოცემის მტკიცებით, "ნიჟნი ნოვგოროდი" კვირკველიასთან კონტრაქტის გაფორმების ვარიანტს განიხილავს.

კვირკველია გასულ სეზონში იჯარის წესით "როტორში" თამაშობდა, რომლის რიგებში პრემიერლიგის 19 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საბა "ლოკომოტივმა" 2017 წელს "რუბინისგან" 2.5 მილიონ ევროდ შეიძინა, მალე კი თავისუფალი აგენტი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ეხლა ამას ფეხბურთის თამაში უნდა!?
vaxo
11:26 24-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული