კიტეიშვილი "შტურმში" დარჩენას და ევროტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობას გეგმავს

AutoSharing Option
ავსტრიულმა krone.at-მა "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილზე წერილი გამოაქვეყნა და მისი კომენტარიც დაურთო.

გამოცემის ცნობით, ქართველი ლეგიონერი გრაცულ კლუბს ხანგრძლივვადიანი პერსპექტივით დაუკავშირდება. ის ჯონ სტანკოვიჩის შემდეგ (3.5 მლნ) სატრანსფერო ღირებულებით გუნდის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია, მასზე იმედებს ამყარებენ, 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელება გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზეს და როგორც ჩანს, დათანხმდება.

"პარასკევს პირველი ამხანაგური მატჩი გვაქვს. ძალიან ცხელა, რთულია, თუმცა ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშით ძლიერი გუნდი გვყავს. წარმატებული სეზონი გვქონდა, მესამე ადგილზე გავედით და როგორც მინიმუმ, ამ შედეგის გამეორება გვსურს.

გვინდა ევროსარბიელზეც კარგად ვიასპარეზოთ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდეთ, რაც გასულ სეზონში "ვოლფსბერგერმა" მოახერხა.

ახალი ხელშეკრულება? ყველა დეტალს მალე გავარკვევთ. აქ უკვე მეოთხე წელია ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და სხვა კლუბების წინადადებებით არ დავკავებულვარ. სრულად მომავალ სეზონზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა კიტეიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ნუ იზამ ახლა, რომ ჟიზნენი კონტრაქტი დადო ამ შტურმთან. და ნუ გვაბოლებ ევროტურნირებზე წარმატებული თამაში შტურმთან ერთად ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული