ხოჭოლავა "შახტარს" ტოვებს - მას კიდევ ორი კლუბი ეპატიჟება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "შახტარში" იტალიელი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის მისვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, დავით ხოჭოლავას, გუნდის გამოცვლა მოუწევს.

დე ძერბიმ ხოჭოლავას პოზიციაზე "სასუოლოდან" თან წაიყვანა ბრაზილიელი მარლონი და FootBoom-ის ცნობით, ქართველი ლეგიონერი 2025 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გაწყვეტს.

გამოცემის მტკიცებით, ამჟამად დავითი "გენკისა" და "კოპენჰაგენის" წინადადებებს განიხილავს და ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
"კოპენჰაგენი" ხოჭოლავას სამსახურით გასულ წელსაც იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ხოჭოლავა დონბასური გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მის რიგებში 88 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"შახტარი" წინასასეზონო
შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება, სადაც დღეს ამხანაგურ მატჩში ადგილობრივი ქვედალიგური "სანკტ-იოჰანი" 5:0 დაამარცხა - მარლონმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო ხოჭოლავამ - მეორე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ბელგია და რა დანიის ჩემპიონატი. აუცილებლად ტოპ 5ში უნდა წავიდეს. შახტარში თამაშობდა, ყაზახეთში და აზერბაიჯანში კი არა. აქვს ამ ბიჭს მაგის საფეხბურთო პოტენციალი და რესურსი.
georgian
16:24 01-07-2021
2
88 არა 76 მატჩი აქვს ჩატარებული შახტარის შემადგენლობაში და 3 გოლი აქვს გატანილი.საინტერესო ფაქტი ის არის,რომ ფეხბურთელი,რომელიც რეალურად არ მოიაზრებოდა ნაკრების ძირითად ფეხბურთელად და თამაში უწევდა მხოლოდ მაშინ,თუ კაშია-კვირკველია-დვალიდან რომელიმე ტრამვირებულ- უთამაშებელი იყო,თამაშობს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ძლიერ კლუბში,თან უკვე 4 სეზონია.ობიექტურად რომ ვაღიაროთ და უკრაინელი გულშემატკივრებიც წერენ ამას ხოჭოლავა არ არის შახტარის დონის ფეხბურთელი,მაგრამ ფაქტია,რომ 4წელი ამ კლუბში გაატარა. წარმატებები მას!
გიორგი-ბათუმი 97
15:52 01-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული