მიქაუტაძის მწვრთნელი: - გოლების გამტანი გვჭირდება, უახლოესი მატჩები მეტ ინფორმაციას მოგვცემს!

AutoSharing Option
ფრანგული "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა ფედერიკ ანტონეტიმ კლუბის ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის გუნდის თავკაცმა განაცხადა, რომ 30 აგვისტომდე, როცა სატრანსფერო ფანჯარა ამოიწურება, საკმაოდ დიდი დროა, ამ ეტაპზე კი რამდენიმე პრობლემური პოზიცია გამოყო:

”დღეს ვფიქრობ, რომ გვჭირდება შემტევი ფეხბურთელი და ცენტრალური მცველი. გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეს წასვლა მოუწევს. კლუბის პოლიტიკაა, თამამად ვენდოთ ჩვენს ახალგაზრდებს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ახლა ამის დროა არაა...

გასული სეზონის მოვლენებს თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ გვჭირდება მეტი თანმიმდევრულობა და ადამიანი, რომელიც გოლებით თავს უკეთ 
გამოიჩენს. მომზადება, ამხანაგური მატჩები და ჩემპიონატის სტარტი საშუალებას მოგვცემს, მეტი ინფორმაცია გქონდეს. იქნებ შემდეგ ჩავთვალოთ, რომ არავინ უნდა დავიმატოთ."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი "მეცს" ბელგიური "სერენიდან" დაუბრუნდა. საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მიქაუტაძის გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა. ლიგა 1-ის 2021-22 წლების გათამაშება სტარტს 8 აგვისტოს აიღებს. 

მომზადებულია new.in-24-ის მიხედვით

altმიქაუტაძე "ლილით" იწყებს - ქართველი ფეხბურთელი ტოპ-ლიგაში ბრუნდება!

alt"მეცს" მაღალი მიზნები აქვს - სად ითამაშებს მიქაუტაძე?!

altგიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 1 /
აშკარად მიქაუტაძისთვის შანსის მიცემა იგულისხმა. და თუ გაამართლა, არავის დავიმატებთო. წარმატებები გიორგის!
Kai ambavia
17:50 01-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული