მიქაუტაძე "ლილით" იწყებს - ქართველი ფეხბურთელი ტოპ-ლიგაში ბრუნდება!

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. "მეცთან" ერთად ემზადება გიორგი მიქაუტაძე და თუკი კლუბი მის იჯარით გაშვებას ისევ არ გადაწყვეტს, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერი ითამაშებს.

"მეცი" სასტარტო შეხვედრას 8 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონ "ლილის" წინააღმდეგ გამართავს. 2021-22 წლების სეზონის პირველი უსერიოზულესი გამოცდა მიქაუტაძის გუნდს 22 სექტემბერს ელის, როცა ისინი პსჟ-ს უმასპინძლებენ.

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი წრე 22 დეკემბერს დასრულდება, სეზონის მეორე ნახევარი 2022 წლის 9 იანვარს აიღებს სტარტს, ხოლო ჩემპიონატი 21 მაისს დასრულდება.


Sportall.Ge


შეგახსენებთ, "სერენში" მშვენიერი სეზონის
(22 გოლი) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი მშობლიურ კლუბს, ფრანგულ "მეცს" დაუბრუნდა. ჯერჯერობით, გუნდს ამხანაგური შეხვედრა არ გაუმართავს, ახალი სეზონის წინ კი სავალდებულო კოვიდ-ტესტები ქართველმა ლეგიონერმაც გაიარა.

20 წლის მიქაუტაძის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა.


alt"მეცს" მაღალი მიზნები აქვს - სად ითამაშებს მიქაუტაძე?!

altგიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებზე საუბრობს


მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვათაშორის ლილი საფრანგეთის წინა სეზონის ჩემპიონია...
სტაჟიორი
15:27 27-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული