საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საკმაოდ აქტიური იყო. კიეველთა მესამე გოლის ეპიზოდში კარგად იმოქმედა და შეტევა უკეთეს პოზიციაზე მყოფ პარტნიორზე ბურთის გატარებით გაგრძელდა.
შეგახსენებთ, გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი დებიუტს ელის. ის კიევის "დინამოს" "ვორსკლაში" იჯარის შემდეგ დაუბრუნდა.
დინამოელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 3 ივლისს, შვეიცარიის კიდევ ერთ კლუბ "ლოზანასთან" გამართავენ.
"წიტაიშვილისთვის რთული იყო, ნაკრებში მოხვედრის იმედი ჰქონოდა" - უკრაინული მედია გიორგიზე წერს
"რატომ ვერ დამკვიდრდა წიტაიშვილი "დინამოს" სასტარტოში?" - სიტუაციას მისი თანაგუნდელი განმარტავს