ოფიციალურად: გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

AutoSharing Option
“საბურთალოს” ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე, რომელიც თბილისური გუნდის აკადემიის აღზრდილია, ფრანგულ “გრენობლში” ითამაშებს.

ფეხბურთელი ხუთშაბათს გაემგზავრა ევროპაში და ახალ კლუბთან ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი. “გრენობლმა” გიორგი ოფიციალურად უკვე წარადგინა. მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ფრანგული კლუბი ამ დროისთვის ლიგა-2-ში ასპარეზობს. “გრენობლს” წლეულს ლიგა-1-ში აღზევება სურდა, თუმცა მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც ყოველთვის ევროთასებისთვის გუნდს ლიდერი გამოაკლდა
გიორგა
18:31 02-07-2021
7
ჭანტურიას შეეხმიანეთ ვინმემ საბურთალოში 10ნომრიანი მაისური თავისუფალიათქო
Levani
17:14 02-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული