დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია დაუბრუნდა.
ლუკა, გასულ წელს, თანაგუნდელთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა და მას შემდეგ არც მატჩი ჩაუტარებია და არც გუნდის განაცხადში მომხვდარა.
"ზულტე ვარეგემმა" მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ლუკამაც ვარჯიში განაახლა. hln.be-ის ინფორმაციით, გუშინ, 3 ივლიის მცირე ტრავმის გამო არ უვარჯიშია, თუმცა, რაც მთავარია, გუნდთან ერთადაა და იმედია, ყველა არასაფეხბურთო პრობლემაც გადაილახება.
ლუკა ზარანდია ძალიან სწრაფი და ტექნიკური გარემარბია, რომელსაც, სამწუხაროდ, კარიერა ვერა და ვერ აეწყო. ლუკა ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და დიდი ფეხბურის თამაში
კვლავ შეუძლია.
19-22 წლის თუ არ თამაშობ დიდი ფეხბურთს, შემდეგ ერთეულები ახერხებენ გახსნას. ჯეიმი ვარდი და პაპემი იშვიათობაა. 25 წლამდე თუ ვერ თამაშობ, ვერც მერე ითამაშებ 99 პროცენტი.
ჯანმრთელობა ჰქონოდეს. მისი ფეხბურთის კი სამწუხაროდ არ მჯერა