"ტრაბზონსპორის" მწვრთნელი ნანობს, რომ ჩაკვეტაძე ვერ გადაიბირა

AutoSharing Option
"ajansspor"-მა "ტრაბზონსპორის" მწვრთნელის აბდულა ავჩის ნათქვამი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ის ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის ვერგაჩარხვით.

ავჩი ამბობს, რომ ჩაკვეტაძის სამსხურით დაინტერესებული იყო, "გენტს" წინადადებით მიმართეს კიდეც, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა უარით გაისტუმრა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

გამოცემა გიორგის პერსპექტივას ჩინებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი სატრანსფერო ფასი 2.7 მილიონი ევროა, "გენტთან" კი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი ჩაკვე, ჩვენო სიამაყევ, მიდი, არ დანებდე და ყველაფერი გამოგივაააა!...
05 ივლისი 2021 13:15
1
ამ ტურისტისთვის ჯუღელი იქნება იდეალური აგენტი,როტორში ან ტულაში მოაწყობს და ითამაშოს..ან არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი წყალტუბოს სამგურალი..
rotori
05 ივლისი 2021 10:40
12
ჩაკვეს დრო სჭირდება და ჯანმრთელობა პირველ რიგში. ჩემი აზრით ცოტა ზედმეტი დატვირთვები მისცეს ხოლმე გენტში როცა ის რეაბილიტაციას გადიოდა! ვუყურე მათ ვარჯიშებს და ძალიან მძიმე ვარჯიშები აქვთ! ბევრს გაეცინება მაგრამ, მგონია, რომ ჩაკვე 1 წელი დინამოში რომ დაბრუნდეს უფრო კარგად გაივლის რეაბილიტაციას,უფრო მოუმატებს ნელა ნელა,აქ უფრო შეუწყობენ ხელს,ფაქტიურად თავიდან იწყებს თამაშს.ბელგის ლიგა ძალისმიერი ჩემპიონატია, გენტში შედეგი და სწრაფად მოგებაზე(ფულზე) ფიქრობენ!
kaxa
05 ივლისი 2021 10:08
0
ჩვენც ნანოობთ ! ტრაბზონსპორი რა თქმა უნდა არაა გრანდი მაგრამ იმ ბოსელ გენტს კი ჯობია ბევრად ! და იღონდ ჩაკვემ იქაურობას თავი დააღწიოს და თუნდაც ბირობიჯანის ამურში გადავიდეს !
ზურა222
05 ივლისი 2021 02:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული