"ტრაბზონსპორის" მწვრთნელი ნანობს, რომ ჩაკვეტაძე ვერ გადაიბირა

AutoSharing Option
"ajansspor"-მა "ტრაბზონსპორის" მწვრთნელის აბდულა ავჩის ნათქვამი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ის ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის ვერგაჩარხვით.

ავჩი ამბობს, რომ ჩაკვეტაძის სამსხურით დაინტერესებული იყო, "გენტს" წინადადებით მიმართეს კიდეც, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა უარით გაისტუმრა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

გამოცემა გიორგის პერსპექტივას ჩინებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი სატრანსფერო ფასი 2.7 მილიონი ევროა, "გენტთან" კი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი ჩაკვე, ჩვენო სიამაყევ, მიდი, არ დანებდე და ყველაფერი გამოგივაააა!...
1
ამ ტურისტისთვის ჯუღელი იქნება იდეალური აგენტი,როტორში ან ტულაში მოაწყობს და ითამაშოს..ან არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი წყალტუბოს სამგურალი..
rotori
10:40 05-07-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული