"რუბინმა" მორიგ ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "ურალი", ხვიჩა კვარაცხელიამ კი ჯორჯე დესპოტოვიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
გუნდებმა სამი 45-წუთიანი ტაიმი ითამაშეს. კვარაცხელია 65-ე წუთამდე იყო მოედანზე, 55-ე წუთზე მოწინააღმდეგეს ბურთი წაართვა და დესპოტოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ანგარიში 2:1 გახადა.
ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
შეგახსენებთ, ხვიჩამ წინა სპარინგში "ნიჟნი ნოვგოროდთან" გოლი თავის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა.
24 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "რუბინი" "სპარტაკს" უმასპინძლებს.