დესპოტოვიჩის ხვიჩაზე გამოქვეყნებულმა პოსტმა - "საუკეთესოა, ვინც კი მინახავს" - აჟიოტაჟი გამოიწვია

AutoSharing Option
"რუბინმა" "პარიმატჩ პრემიერის" თასზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით "ხიმკი" 1:0 დაამარცხა, ნამატჩევს კი თანაგუნდელი სერბმა თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა შეაქო. მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო:

"საუკეთესო მოთამაშე, რომელიც მინახავს".

პოსტი championat-ზე გამოაქვეყნეს და კომენტარებმაც არ დაახანა, რომელთა უმეტესობა ირონიული იყო. თუმცა, სხვისი რა გვიკვირს, ხანდახან ჩვენი თანამემამულეები ისეთ "მარგალიტებს" უძღვნიან ქართველ ფეხბურთელებს, რომ გაოცდება ადამიანი.

qrwfesvwae
მოსალოდნელია ამ მორბენალუკას რეკლამის დღე "ჩამპის" საიტზე.

pariscombo
მის აქ რეკლამირებას რა აზრი აქვს?

muller92
აი, დესპოტოვიჩის ნატურალიზება უნ
და მოვახდინოთ, რადგან
ძიუბათი და სობოლევით შორს ვერ წახვალ. რაც უნდა იყოს, ჩვენი სლავი ძმაა.

alex249
ისეთი პოსტია, თითქოს სადღაც წავიდა და ჯერ არ ამბობენ.

fcfram
მისი მამიკო კი გაჰყვიროდა, რომ ხვიჩა რუსეთში არ დარჩებოდა? საზღვარგარეთ არ გამოადგათ?
albioreks89
ავტოფარეხში პირდაპირ "ბორჯომის" მესისა და ნეიმარის ადგილობრივი ჩამოსხმაა.

albioreks89
თითქოს ჩალოვმა მეტი გაიტანა. 4 გოლი და ამას "რეალში" აიყვანენ?)))

peacedaronio
არ კითხულობენ ევროპელი სელექციონერები ამ საიტს, რა საჭიროა ამდენი პიარი?

ხვიჩა იგივე ჯანოა, ცოტა ფიზიკურად სჯობია და ამით იგებს. თუ ახლავე არ გაუშვეს ევროპაში, ჯანოსავით დაასრულებს.
muller92
დიდი კლუბი ახლა არ იყიდის, ხოლო ვისაც სურდა, დიდი ალბათობით, აგენტის ან მამის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ.

jino91
დესპოტს უბრალოდ ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, თორემ უკეთეს ბიჭებს ნახავდა )))

ralffiennes26
დესპოტი თვითონ საშუალო კლასის ფორვარდია, ამ ლიმიტირებულების ფონზე დაიწყო გატანა. არის აზრი, რომ ხვიჩაც საკუთარ თავს მთელი სიკაშკაშით სწორედ რუსეთის ჩემპიონატის დონის გამო წარმოაჩენს.

mister-shmidt
და შესარჩევში ესპანელებს რომელ ფონზე გაუტანა?

მკითხველის კომენტარები / 11 /
ტიპმა მთელი ესპანეთი ათრია და რუსეთის ლიგის ფონზეაო მაგარიო :დდდ კაი რა
თოკო
21:08 13-07-2021
1
"მილანი" ეხლა მუშაობს ვლაშიჩზე, ცსკს-დან 1 წლ. მიყავს არენდით საბოლოო გამოსყიდვის ოფციით 25 მილ.€, კონტრაქტი 1+4 წ. რავი ხვიჩაზე რა გითხრათ, არანაირი ინფო ამ ეტაპზე არ მოიპოვება.
vaxo
18:53 13-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული