გაგუა "ლა ლიგის" ძირითად გუნდში ვარჯიშობს

AutoSharing Option
გიორგი გაგუა ესპანეთის "ლა ლიგის" ახალი სეზონისთვის "ალავესის" ძირითად გუნდთან ერთად ემზადება - ამის შესახებ ფეხბურთელის "ფეისბუქის" მეშვეობით გახდა ცნობილი.

ქართველმა შემტევმა გასული სეზონი "ალავესის" სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში გაატარა და "სეგუნდა B დივიზიონში" 6 გოლი გაიტანა.

ესპანეთის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი 15 აგვისტოს დაიწყება. 19 წლის ქართველის გუნდი პირველ ტურში მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

alt"ალავესმა" გიორგი გაგუას კონტრაქტი გაუგრძელა






მკითხველის კომენტარები / 2 /
და ქოჩორას რატო აქვს საქმე ცუდად?მისი კონკურენტები მაკედონიელი ბარდი(აქ რო ბურთი ვერ წავართვით სექტემბერში)და მისი დონის ბიჭებია და სავარაუდოდ ამ სეზონში შანსიც მიეცემა.დანარჩენი მასზეა..
ამ ბიჭს რაც შეეხება ფიზიკურად ძლიერი ჩანს და რა ვიცით რა ხდება. იქნებ თხა იყოს ტყუპი მაიგოსო..თორე ჟორჟიკას იმედი მაქვს მარტო წინ და ერთი თავდამსხმელით მთელი ციკლი როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა?
Levani
02:42 17-07-2021
0
ღმერთმა არ ქნას ქოჩორას თემა გაუმეოროს, რამდენად გამართლებულია პირდაპირ ტოპ-5 ქვეყანაში თამაშის დაწყება, არაერთი უსიამოვნო მაგალუთი ვიცით.
სოლო
20:57 16-07-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული