"პარიმატჩ პრემიერის" თასზე "სოჭისთან" 1:3 დამარცხების შემდეგ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ არც ერთი ცენტრალური მცველი არ ჰყავდა, ფეხბურთელები სხვადასხვა კონდიციებში იმყოფებიან, მაგრამ ერთ კვირაში ჩემპიონატი იწყება და ოპტიმალურ ფორმაში უნდა შეხვდნენ. რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, მან ტრანსფერებზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისებაზე მიანიშნა.
"სტარფელტის დაკარგვა? ეს თამაშის წესია. თუ საინტერესო წინადადებით მოგვმართავენ, რომელიც ყველასთვის მომგებიანია, იძულებული ვართ მივიღოთ. ეს ცოტა გეგმებს გვირევს, მაგრამ ასეთი სიტუაციისთვის მუდამ მზად უნდა იყო.
არაა გამორიცხული, ამ ზაფხულში კიდევ ვინმემ დაგვტოვოს. ეს
ნორმალურია. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი რამ ხდება. როდესაც ტრანსფერი ოფიციალურად შედგება, ეს ყველაზე დიდი ტრანსფერი იქნება", - ციტირებს სლუცკის "Матч ТВ".
არაა გამორიცხული, ამ ზაფხულში კიდევ ვინმემ დაგვტოვოს. ეს