ქეცბაია მომავალი მეტოქის შესასწავლად ავსტრიაში ჩავიდა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია ვენაში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდო მეტოქეთა შეხვედრას დაესწრო - ამის შესახებ alphanews-ი წერს. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში  ვენის "რაპიდმა" პრაღის "სპარტა" 2:1 დაამარცხა.

სტუმრები დებიუტშივე, მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კი ავსტრიელებმა კრიშტოფ კნასმიულნერის დუბლით გამარჯვება მოიპოვეს.

"ანორთოსისი" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ხსენებულ წყვილში დამარცხებულს შეხვდება. მანამდე ქეცბაიას შეგირდები "დოქსას" ამხანაგურად გაეჯიბრებიან. შეგახსენებთ, კვიპროსელთა კარს გიორგი ლორია იცავს და დიდი ალბათობით, გუნდში ფორვარდი ნიკა კაჭარავაც დაბრუნდება.

altგულშემატკივართა სურვილი ახდა - "ანორთოსისის"

სავარაუდო მეტოქე ცნობილია



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული