როგორც უკვე გაცნობეთ, საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისიდან" "ომონიაში" გადადის, რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
Goal.com.cy-ს ცნობით, თავისუფალ აგენტად მყოფ ოქრიაშვილს სხვა ქვეყანაში სურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ "ომონიამ" ძალიან კარგი კონტრაქტი შესთავაზა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნიქოზიური კლუბი ქართველ ლეგიონერთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
გამოცემა იტყობინება, რომ თორნიკეს წლიური გასამრჯელო "ანორთოსისში" 180 ათასი ევრო იყო, "ომონია" კი 300 ათასს
და პლუს, სხვადასხვა ბონუსს სთავაზობს, რაც ტიტულების მოპოვებასა და ევროტურნირებზე მიღწეულ წარმატებებს ითვალისწინებს.
გამოცემა იტყობინება, რომ თორნიკეს წლიური გასამრჯელო "ანორთოსისში" 180 ათასი ევრო იყო, "ომონია" კი 300 ათასს
ჰენინგ ბერგის გუნდში ოქრიაშვილმა 33 წლის ბრაზილიელი ტიაგო სანტოსი უნდა შეცვალოს, რომელზეც წლოვანებით უმცროსი და უკეთესი ფეხბურთელია.