რუსეთში გაგნიძის დებიუტისას სტადიონზე შუქი ჩაქრა - მწვრთნელმა ქართველის თამაში შეაფასა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში 18 წლის ნახევარმცველის, ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა.

რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "ურალისა" და "ნიჟნი ნოვგოროდის" მატჩი 1:1 დასრულდა, ქართველი ლეგიონერი კი ეკატერინბურგელთა გუნდში 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ურალის" მწვრთნელ იური მატვეევს გაგნიძის დებიუტის შეფასება სთხოვეს.

"პირველად თამაშის კვალობაზე, მოედანზე კარგად მოქმედებდა - ბურთს ინარჩუნებდა, თამაშს ხელმძღვანელობდა. მოგების შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კარგი დებიუტი იყო, ისე კი, პოზიტიურად ვიყურებით მომავალში".

სხვათა შორის, მატჩის 85-ე წუთზე სტადიონზე შუქი გამოირთო და 5 წუთის განმავლობაში თამაში შეჩერებული იყო.

გაგნიძე
მოსკოვის "დინამომ" თბილისის "დინამოსგან" ივნისის ბოლოს შეიძინა და ერთსეზონიანი იჯარით "ურალში" გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან კი მაინტერესებს ორი თვის წინ წერდნენ ყოფილი საბჭოეთის ერთერთი ტალანდი ჩავიგდეთ ხელშიო და მერე ურალში აგზავნი? რა ხდება ? ამასაც ხომ არ დაელაპარაკენ რუსეთის ნაკრებზე და რახან უარს ეტყოდა გააციმბირეს?! ვერ ვხდები რა ასეთ რამეს…..
ემზარ
22:27 03-08-2021
0
ეგ თმები მაინც შეიჭრას, პროფესიონალი ერთადერთი კემპესი იყო ვინც ჯართით თამაშობდა, მაგრამ კემპესამდე შორია.
sddd
12:28 02-08-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული