"გაგნიძე ტექნიკურია და ნათელი გონება აქვს" - მწვრთნელი ქართველ ლეგიონერს აქებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "ურალი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "სოჭისთან". ეკატერნბურგულ გუნდში 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე. "ურალის" მწვრთნელმა იური მატვეევმა ნამატჩევს კომენტარი გააკეთა:

"თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ, სწრაფი გოლი გავუშვით და ამის შემდეგ გამოფხიზლება ვერ შევძელით. სამწუხაროდ, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. შესვენებაზე ცვლილებები განვახორციელეთ. მეორე ტაიმში გაცილებით აქტიურად ვმოქმედებდით, მომენტები შევქმენით. ბურთი კარამდე ვერ მიგვქონდა. ერიკს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ისეთი თამაში წავიდა, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. VAR-ი ჩაერია და ჩვენს
კარში პენალტი დანიშნეს.

რას ვიტყოდი გაგნიძეზე და კმაყოფილი ვარ თუ არა მისი იჯარით აყვანით? დიახ, ადაპტაციას გადის, ორი კვირაა, რაც ჩვენთანაა, კმაყოფილი ვართ, ტექნიკურია, ნათელი გონება აქვს და იმედია, სარგებელს მოგვიტანს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თანაგუნდელები ჯერ მაინც არ ენდობიან და ნაკლებად ტვირთავენ.თუმცა ართმევებზეც საკმაოდ კარგად თამაშობს და როცა ბურთს იღებს,ბურთს ადვილად ვერ ართმევენ.ძალიან ტექნიკურია და მცველებს ატყუებს.პარტნიორები კი,ტექნიკურად ძალიან სუსტები არიან.თუ ჯანმრთლად იქნა,ორ სამ თვეში,ასე მგონია გუნდის გამთამაშებლად და შესაძლოა ლიდერადაც მოგვევლინოს.ცოტა მოძრაობა და სისწრაფე აკლია,რაც მანდ ვნახე,თუმცა გაქცევაზე სათამაშო სიტუაციები არც შექმნია და იქნებ სისწრაფეც საკმარისი ჰქონდეს.მტკიცებას ვერ დავიწყებ,რაც არ მინახია.რამდენჯერმე ბურთთან მისმა მუშაობის სტილმა,ასოციაციებით,თითქოს დიდი მანუჩარ მაჩაიძე გამახსენა.ღმერთმა ქნას,დაემსაგავსოს.თუნდაც ჯანით და შრომისუნარიანობით.ტექნიკა საკუთარიც ეყოფა
სოსო
15:40 10-08-2021
0
წარმატებები ლუკას!!!
tngh
12:38 10-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული