კვარაცხელიას 7 დრიბლინგი და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა Football.Kulichki-მ პრემიერლიგის მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ შეიყვანა.

გამოცემა წერს:

"ახმატთან" მატჩის პირველ ნახევარში ქართველი გარემარბის, ისევე, როგორც მთელი გუნდის თამაში, გულწრფელად, კარგი არ იყო. გროზნოელთა მცველებმა ფლანგები მჭიდროდ გადაკეტეს, რის გამოც კვარაცხელიას თავისუფალი სივრცე, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

მეორე ორმოცდახუთი წუთი "რუბინის" ლიდერის შოუდ იქცა. მას შემდეგ, რაც მეკარე შელია გააძევეს, "ახმატი" იძულებული გახდა, მოედნის ცენტრი გაეძლიერებინა, რასაც ფლანგები შეეწირა, ეს კი ხვიჩამ მშვენივრად გამოიყენა. კვარაცხელია თავისი საფირმო დრიბლინგით მეტოქეებს არაერთხელ ატყუებდა, ხშირად
აიძულებდა მათ, თამაშის წესი დაერღვიათ და გაფრთხილებები მიეღოთ.

ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, მისმა თამაშმა "რუბინის" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

კვარაცხელიას 7 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა - მესამე ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი."

"რუბინი" რუსეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, 15 აგვისტოს, "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლებს, მანამდე კი კონფერენს ლიგაზე პოლონურ "რაკოვთან" განმეორებით მატჩს გამართავს.


altხვიჩა 2 კლუბს განსაკუთრებით სურს, "მილანი" მათ შორის არაა - ექსკლუზივი მამუკა ჯუღელთან

altკვარაცხელია: "არ შეჩერდე, განაგრძე მოძრაობა"

altკვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს, შელია გააძევეს, "რუბინმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბედი მურტალი რამ არის. ქართველებს ამის შესახებ კარგად უთქვამთ ბედი მომეცი თუნდა სანეხვეზე დამაგდეო. გამართლება უნდა და დიდი ფუქბურთელი დადგება ჩვენს საამაყოდ და ზოგ-ზოგების ჟინაზე.


გია
12 აგვისტო 2021 13:59
1
სამტრედიაში ჩამოვიდეს. არაბიძესთან და ცეცაძესთან
გიორგი
11 აგვისტო 2021 16:00
2
ერტი ამ კაცს იყიდდეს ვინმე და .............
000
11 აგვისტო 2021 12:24
1
ვინ ათრევიებს ევროპაში მაგდენს ბურთს, არ არსებობს. რა ბურთი გამაზა პოლონეთში, აი მანდ გამოჩნდა დონე ზუსტად. ამიტომაც არ იყიდის გრანდი. მაგ ფასად, თორე 5-7 მილიონად, კი ბატონო, ხოდა დააკონსერვებენ რუსეთში, მაგიტომაც აუწიეს ფასი, იციან რომ მაგ თანხას არავინ არ გადაიხდის, უბრალოდ არარეალურია, არადა რუსეტსი მეტს ვერ მოუმატებს, ამიტომ კანტრაქტი აღარ უნდა გააგრძელოს, მარა მაგარ პირობებს ეტყვიან და, ფული ჯოჯოხეთს ანათებს. მენანება.
ლევან მაღლაკელიძე
10 აგვისტო 2021 20:53
10
ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება რო ფეხბურთი სერთოდ არ უყურებთ ესეთ კომენტარებს რომ წერთ. ხოდა მოდი მე გეტყვი რა მოხდა და რა მოხდება - 1) პოლონეთში როგორი ბურთიც გამაზა მასეთი ბურთი გამაზა აზარმა - მანჩესტერთან, ტორესმა - ევერტონთან, კეინმა - ლიდსთან. რომელიმე დაბალი დონის იყო? მანდ ის კი არაა მთავარი რო გამაზა, არამედ ის მარცხენა შემტევი ცენტრალური მცველების უკან ოფსაიდის ხაზზე როგორ მოხვდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე და ერთი ერთზე როგორ გაეხსნა ფლეიმეიკერს. ხო თან ეგ კობინაცია კვარამ დაიწყო. აი ზუსტად მაგას უყურებენ სკაუტები. 2) კვარა წელსვე წავა ევროპის ტოპ ჩემპიონატის ტოპ კლუბში, სადაც კიდევ უფრო მეტს მოუმატებს და მსოფილიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, პოსტსაბჭოთა და საქართველოს კი არა (ამათი უკვე არის) - მსოფლიოს!!!! 3) ფული რო აინტერესებდეს დღესვე წავიდოდა ზენიტში და დამთავრდებოდა ყველაფერი.
პ.ს. საერთოდ არ მენანება, ვამაყობ!
პოზიტივი
11 აგვისტო 2021 10:49
0
წიგნს რო კითხულობს იმიტომაც აზროვნებს TOM, ნაკლები ბაქი-ბუქი.
ჯაბა
10 აგვისტო 2021 20:18
6
კარში 5 ჯერ დაარტყა ,7 დრიბლინგი ,ორ მოწინააღმდეგე ფეხბურთელს ყვითელი აკიდა და შეაცვლევინა ,ამ დროს გროზნოელები ცდილობდნენ დაემტვრიათ ხვიჩა ,გოლი ,რომ ვერ გაიტანა მაგას ეშველება,მთავარია გუნდს გამარჯვებაში ეხმარება, ძალიან ეტყობა,რომ სხვა გუნდში გადასვლის მოლოდინშია ,ის ცეცხლი არ იგრძნობოდა ,ხვიჩა ელოდება გადასვლას .
დევკალიონი
10 აგვისტო 2021 19:59
0
კი ვწერთ ნიჭიერია წარმატებულიო,აგერ დრიბლინგებსაც უთვლიან თურმე მაგრამ რუსეთის ჩემპიონატშიც კი არ აქვს გოლები და ასისტები სწორედ ამიტომაა,რომ არ ყიდულობს არავინ ჯერ. ვინც იყვნენ რუსები მანდ ნიჭიერები თამაშობენ უკვე ევროპულ ძლიერ გუნდებში, უკრაინიდანაც მიდიან ევროპაში თუნდაც ზინჩენკო და მალინოვსკი , ასევე რუსეთიდან კოკორინი და მირანჩუკიც
TOM
10 აგვისტო 2021 17:06
19
წაადი ბიძია წიგნი წეიკითხე ...
smrzy))
10 აგვისტო 2021 17:58
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული