ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

AutoSharing Option
ლევან ყენია გერმანიის რეგიონალლიგის "იურდინგენის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია - ამის შესახებ RP Online-ი იუწყება.

გერმანული გამოცემა ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ყენია მთავარ მწვრთნელ დიმიტრი ვორონოვსა და სპორტულ დირექტორ პატრიკ შნაიდერთან ერთადაა აღბეჭდილი.

30 წლის ლევან ყენიას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად შეწყვეტა მოუხდა. მას თბილისის "ლოკომოტივის", "შალკეს", "კარპატის", "დიუსელდორფის", "სლავიას", "დუდელანჟისა" და "საბურთალოს" რიგებში უასპარეზია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 11 მატჩში 2 გოლის ავტორია.

altყენიამ პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა და კარიერას გერმანიაში განაგრძობს

altყენია, კოხრეიძე-მალის ტრანსფერი, ახალი სპონსორი და ფეხბურთელი - "საბურთალომ" პრესკონფერენცია

გამართა


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევანს ყველგან წარმატებას ვუსურვებ.
სოსო
17:05 13-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული