რუსი ჟურნალისტი: ირაკლი აზაროვის დამატება ბელგიის ჩემპიონს და ცნობილ რუსულ გუნდს სურთ

AutoSharing Option
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმის "დინამოს" მცველის, ირაკლი აზაროვის დამატება "კრასნოდარსა" და "ბრიუგეს" სურთ.

"მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში თავი გამოიჩინა, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი უფრო და უფრო გაიზარდა.

მაგალითისთვის, მოსკოვის "დინამომ" ლუკა გაგნიძე დაიმატა, რომელიც შემდეგში "ურალში" გაანათხოვრა.

ჩემი ინფორმაციით, "კრასნოდარი" ირაკლი აზაროვს ადევნებს თვალს და მისი დამატება სურს", - ამბობს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

ამას გარდა, რუსი ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ აზაროვის ტრანსფერის გაჩარხვა ბელგიის მოქმედ ჩემპიონ "ბრიუგესაც" სურს.

მას შემდეგ, რაც ამ
გუნდმა მიმდინარე ზაფხულს ორი მცველი - ტომას ვან დე კეიბუსი და დავიდ ოკერეკე გაასხვისა, კლუბი აუცილებლობის წინაშე დადგა, რომ მარცხენა მცველი შეიძინოს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ჩვენებური ჰყავს შეგულებული.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქვე გეტყვით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აზაროვის საკუთარ რიგებში ხილვა ზაგრების "დინამოსაც" სურს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ახალგაზრდულ 2023-ზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველოა. ჩვენს ნაკრებს შეუძლია ძაან მაგარი შემადგენლობა გამოიყვანოს. ასაკით თამაში უწევთ შემდეგ მოთამაშეებს:
მამარდაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, აზაროვი, გაგნიძე, წიტაიშვილი, დარცმელია, კაპანაძე, გულიაშვილი, ხარაბაძე, აბუაშვილი, მექვაბიშვილი არ მინდა კიდევ ვინმე გამომრჩეს.
შაკო
17 აგვისტო 2021 13:15
0
ფული ფულია დღეს მთავარი,ან არადა აქვს ხალხს ტომრებით მაგრამ ვერ იყენებენ ,საფლავში ჩაიტანთ ? თუ ჯოჯოხეთში გამოგადგებათ აა ? მიეცით ქართველ ფეხბურთელებს 5 დან 10 ათას ლარამდე და დარჩნენ და ითამაშონ მშობლიურ გუნდებში,გაიხარებს ერი და ბერი.
დევკალიონი
17 აგვისტო 2021 02:02
0
ირაკლი აზაროვი კიდევ ერთი ნათელი წერტილი და ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია. კი არ უნდა გაყიდოთ, ერთი-ორი მაგისთანა მოთამაშე უნდა დაიმატოთ და გაისად ლიგაზე იკაჩავებს ბათუმი. რატომ არ შეიძლება, რომ ერთი ნორმალური გუნდი ქართველებსაც გვყავდეს და რატომ უნდა ჰქონდეს სათათრეთსა თუ უდმურტეთს საქართველოს წამყვან კლუბებზე უკეთესი პირობები და დაფინანსება?!... თუ მხოლოდ ფულის კეთებაა საქმე, ჯანდაბას, მაგრამ იქნებ სამდღიან გათვლას სამწლიანი გათვლა სჯობდეს?!...
ვოოტ
16 აგვისტო 2021 17:33
0
ძალიან კარგი ბიჭია ირაკლი,აუცილებლად წავა უცხოეთში,მაგრამ ჯერ აქაც სწრაფად ვითარდება და თანაც ჯერ ადრეა,მისთვის.ფიზიკურად ცოტა თუ არ მომაგრდა,ძალიან დაჩაგრავენ.კვარაცხელიას ხომ ვუყურებთ და ისიც კი ვერ უძლებს ფიზიკურად,იქაურ დატვირთვებს.ევროპის თასზე რაკუვთან სამი ტაიმის თამაშის შემდეგ,მომდევნო ტურში მხოლოდ ბოლო 35 წუთი ითამაშა და იქაც მკვდარივით იყო.უკვე ცხადია,რომ თუ ინგლისში აიყვანეს,დღევანდელი მომზადებით,მხოლოდ ერთ ტაიმს თუ გაუძლებს,იქაურ დატვირთვებს.ირაკლი კი,ჯანითაც უფრო სუსტია და ტანითაც პატარა.აქ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს,მწვრთნელიც კარგი და არსად ეჩქარება.რატომღაც მგონია,რომ ნახევარდაცვაში უკეთესად ითამაშებს.აშკარად გამთამაშებლის თვისებები აქვს.
სოსო
16 აგვისტო 2021 16:52
3
არ გაუშვათ ეს ბიჭი რუსეთში!!!!
გენა
16 აგვისტო 2021 16:27
4
კარგი ბიჭები მოდიან, მამარდაშვილის, აზაროვის, კვარას, ჩაკვეტაძის, გაგნიძის, მიქაუტაძის ირგვლივ შეიძლება მაგარი ნაკრების შეკვრა. მთავარია პროფესიონალურად მიუდგნენ საქმეს და კარგ კლუბებში მნიშვნელოვანი როლები ჰქონდეთ. იმედია ასეც მოხდება და ბევრჯერ გაგვახარებენ.
თბილისელი
16 აგვისტო 2021 15:29
2
როდის უნდა ისწავლონ ქართულმა კლუბებმა, რომ ჩვენი ტალანტები კაპიკებში არ ჩაუგდონ სხვებს ხელში. იმხელა თანხა უნდა მოითხოვონ რომ სკამზე დასმა აღარ უღირდეთ ევროპულ კლუბებს ყიდვის შემთხვევაში.
შაკო
16 აგვისტო 2021 15:20
0
იმედია ბელგიაში წავა.


ააა, ეს ჯუღელის კლიენტია.
გარანტირებული იგრავოი პრაქტიკა გექნება შვილო ნიჟნი-ნოვგოროდში, კაი ხელფასი და ნაშობა. დავიწყო პერეგავორები?
GATUZO
16 აგვისტო 2021 15:19
4
ნაშობას დაამატე კოქსი და ვისკი და წავიდაა ვარჯიში ,აი კაზინოები ჭირს რუსეთში და მაგას არ ვიცი რა ეშველება.
დევკალიონი
17 აგვისტო 2021 02:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული