წიტაიშვილის დებიუტი - "ჩერნომორეცმა" ზღვის ფსკერიდან ამოსვლა დაიწყო

AutoSharing Option
კიევის "დინამოდან" იჯარის წესით გადასული 20 წლის ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის "ჩერნომორეცში" დებიუტი იღბლიანი გამოდგა.

წიტაიშვილმა სასტარტო სამ ტურში ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ოდესურმა გუნდმა კი სამივე შეხვედრა საერთო ანგარიშით 2:9 დათმო. მეოთხე ტურში გიორგიმ სტუმრად "მარიუპოლთან" შეუცვლელად იასპარეზა, 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, "ჩერნომორეცმა" კი 3:2 გაიმარჯვა.

"ჩერნომორეცში" შესვენების შემდეგ შევიდა მოედანზე ბექა ვაჩიბერაძე.

კიევის "დინამოდან" ზაფხულში "ჩერნომორეცში" 14 ფეხბურთელი და დუბლების მთელი სამწვრთნელო შტაბი გადავიდა და მარიუპოლის სტადიონზე გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს - "თქვენი ბაზა კონჩა-ზასპეშია" - ეს "დინამოს" ბაზაა.
ისინი
უკმაყოფილოები არიან იმით, რომ "ჩერნომორეცში" დედაქალაქური გუნდიდან 14 ფეხბურთელი გადაბარგდა და საშინაო მატჩების ჩაშლით იმუქრებიან.

ნამატჩევს "ჩერნომორეცის" ფეხბურთელები გულშემტკივრებთან მივიდნენ და გაესაუბრნენ.

21 აგვისტოს "ჩერნომორეცი" ჩემპიონატზე პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს, თანაც "შახტართან" და საინტერესოა, ექნება თუ არა ექსცესებს ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული