გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში პოლონეთში 0:1 დამარცხდა "რაკუვთან".
ჩაკვეტაძე 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 1:0 იყო, თუმცა თამაშის გამწვავება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, ტურნირის მესამე შესარჩევ რაუნდში "რაკუვმა" ხიჩა კვარაცხელიას "რუბინს" სძლია.
"გენტისა" და "რაკუვის" განმეორებითი შეხვედრა 26 აგვისტოს გაიმართება.