არსაიდამ ხმა, არსით ძახილი - რუსული მედია თვლის, რომ კვარაცხელიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს "რუბინი"

AutoSharing Option
დღეს რამდენიმე ინგლისურმა და რუსულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე, მათ შორის ყველაზე აქტიურად "ტოტენჰემის" ვარიანტს მოიხსენიებენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია (თუ მარჩიელობა) და მეტი არაფერი - არავითარი კონკრეტული ინფორმაცია არც მოლაპარაკებებზე და არც ტრავმაზე. ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

აი, რას წერს კვარაცხელიას შესახებ "ჩემპიონატი: "ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის აუცილებლობა. აქ უკვე ფეხბურთელის ამბიციები საკლუბოს არ შეესაბამება. ქართველი პარტნიორთა დონეზე გადაიზარდა და ახალი გამოწვევა სჭირდება, რათა დეგრადაციის პროცესი არ დაეწყოს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ აგენტმა მისი
წასვლა ლამის 90%-ით შეაფასა. შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა და მერე - დუმილი.

თუმცა, პრესაში აქამდე ცირკულირებს ინფორმაცია "ტოტენჰემში" შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ვარაუდის დონეზე რჩება. მძლავრი ბრიტანელი ინსაიდერები არ თვლიან, რომ გარიგება ახლოსაა დასრულებასთან. თუ საბოლოოდ გარიგება ჩაიშლება, ხვიჩა ვლაშიჩის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. კლუბი ევროტურნირებზეც კი არ თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელს მინიმუმ ზამთრამდე დონის ჩვენება მართებს. და სად მოიძიოს მოტივაცია? ახლა ხვიჩა ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია და არაა გამორიცხული, თუ რუსეთის პრემიერლიგაში დარჩა, ტრავმები უფრო ხშირი მოვლენა გახდეს".

sportall.ge ცდილობს კვარაცხელიას თაობაზე უტყუარი ინფორმაცია მოიპოვოს და უახლოეს პერიოდში მკითხველს აცნობოს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
იმედია წვერს და თმას შეიჭრის! ვიზა რო მიცენ :))
beqa
21 აგვისტო 2021 22:44
20
კიდევ ვინ გადმოანთხევს გესლს? მიდით, გელოდებით. თხოვნა რედაქციას: იქნებ დაბლოკოთ ამათი საზიზღარი კომენტარები.
გენო
21 აგვისტო 2021 22:33
6
კი, კი. მამარდაშვილი მიდის კიდევ რეალში.
zurab
21 აგვისტო 2021 22:10
42
ვალენსია არ გყოფნის შე უნაირო???
mdaaa
21 აგვისტო 2021 23:36
2
რა კარგი იქნებიდა ამ ბიჭს თავს რომ დაანებებდონ და რამის ჩვენებას დააცდიდონ. ევროპა სულელი არ არის ნახევარ სეზონ გაბრწყინებულ ფეხბურთელში 20-25 მილიონი გადაიხადოს, მით უმეტეს დღეს კლუბების გაკოტრება მიდის და ფული ყველას უჭირს.
ჟორა
21 აგვისტო 2021 22:05
9
ჟორიკ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის შეზღუდულობას. |(იმის)
mdaaa
21 აგვისტო 2021 22:29
6
პერეგავორები დასრულდა? აიღოს ოქროს ბურთი ჯერ,წარდგენილი ხომ არი..ვის რად უნდა სოფლის გუნდში მოთამაშე კვარაცხელია ტოტენჰემში?
juge
21 აგვისტო 2021 21:48
38
აბა, წავიდა გულღრჯოთა კომენტარები
სანდრო
21 აგვისტო 2021 21:03
2
რა სირცხვილია ტოტენჰემი,მხოლოდ რეალი ან იუვენტუსი,სეზონში 3გოლი გააქ და 4-საგოლე პასიც აქვს,მსგავსი შედეგის მქონე ფეხბურთელი მხოლოდ რეალში,იუვენტუსიც ძალიან აქტიურობს..პერეგავორები დასრულებულია თაღლით ჯუღელთან
viva
21 აგვისტო 2021 20:32
43
Mag logikit rom miudge vinisiusshi realma 45 milioni gadaixada 8 tamashi qonda natamashebi da 1 goli
Xxxxx
21 აგვისტო 2021 23:38
2
კარგით ნაცებო! აქ მაინც იყავით ობიექტურები!
გლახუნას
21 აგვისტო 2021 21:26
15
ყველა გამოხმაურება
ისევ გაურკვევლობაააააა! როდემდე უნდა გვაბოლოოოოოთ! ჩვენ თუ არა ხვიჩა მაინც შეიცოდეეეეეთ!
ლუკა
21 აგვისტო 2021 20:24
2
ტოტენჰემში თუ იციან ხვიჩას რომ ყიდულობენ?
ნიმბუსი
21 აგვისტო 2021 20:20
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული