არსაიდამ ხმა, არსით ძახილი - რუსული მედია თვლის, რომ კვარაცხელიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს "რუბინი"

AutoSharing Option
დღეს რამდენიმე ინგლისურმა და რუსულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე, მათ შორის ყველაზე აქტიურად "ტოტენჰემის" ვარიანტს მოიხსენიებენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია (თუ მარჩიელობა) და მეტი არაფერი - არავითარი კონკრეტული ინფორმაცია არც მოლაპარაკებებზე და არც ტრავმაზე. ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

აი, რას წერს კვარაცხელიას შესახებ "ჩემპიონატი: "ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის აუცილებლობა. აქ უკვე ფეხბურთელის ამბიციები საკლუბოს არ შეესაბამება. ქართველი პარტნიორთა დონეზე გადაიზარდა და ახალი გამოწვევა სჭირდება, რათა დეგრადაციის პროცესი არ დაეწყოს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ აგენტმა მისი
წასვლა ლამის 90%-ით შეაფასა. შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა და მერე - დუმილი.

თუმცა, პრესაში აქამდე ცირკულირებს ინფორმაცია "ტოტენჰემში" შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ვარაუდის დონეზე რჩება. მძლავრი ბრიტანელი ინსაიდერები არ თვლიან, რომ გარიგება ახლოსაა დასრულებასთან. თუ საბოლოოდ გარიგება ჩაიშლება, ხვიჩა ვლაშიჩის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. კლუბი ევროტურნირებზეც კი არ თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელს მინიმუმ ზამთრამდე დონის ჩვენება მართებს. და სად მოიძიოს მოტივაცია? ახლა ხვიჩა ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია და არაა გამორიცხული, თუ რუსეთის პრემიერლიგაში დარჩა, ტრავმები უფრო ხშირი მოვლენა გახდეს".

sportall.ge ცდილობს კვარაცხელიას თაობაზე უტყუარი ინფორმაცია მოიპოვოს და უახლოეს პერიოდში მკითხველს აცნობოს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
რა ხდება რით ვერ დასრულდა პერეგავორები,ვერ ხედავთ აწყვეტილია და უმ სოფლის გუნდში გოლები გოლებზე გააქვს..
აჩი
22 აგვისტო 2021 09:03
5
სატრანსფერო ფანჯარა იხურება:
საფრანგეთი, ინგლისი - 31 აგვისტო
იტალია - 2 სექტემბერი
გერმანია, ესპანეთი - 2 სექტემბერი
ქ. გ.
22 აგვისტო 2021 02:19
0
ამის ტრანსფერს ხომ არ დაადგა საშველი
gia
22 აგვისტო 2021 11:31
2
ჯუღელს არ ძინავს!!))
ჯიმი
22 აგვისტო 2021 19:20
0
ახლა ესპანეთის დროა როცა იქ მესი და რინალდო აღარ არიან მის ტექნიკაზე მთელი ესპენეთი ილაპარაკებს.ვალენსი იდიალურია ეხლა.გრანადასთან კვარა ჭირდებოდათ.
მოსეხონელი
22 აგვისტო 2021 08:01
3
5 სექტემბერს იხურება სატრანსფერო ფანჯარა და იქამდე გაირკვევა ყველაფერი წასვლა არ წასვლაზე
Gio
22 აგვისტო 2021 00:06
3
პერეგავორები დასრულდა? აიღოს ოქროს ბურთი ჯერ,წარდგენილი ხომ არი..ვის რად უნდა სოფლის გუნდში მოთამაშე კვარაცხელია ტოტენჰემში?
juge
21 აგვისტო 2021 21:48
38
კი, კი. მამარდაშვილი მიდის კიდევ რეალში.
zurab
21 აგვისტო 2021 22:10
42
ვალენსია არ გყოფნის შე უნაირო???
mdaaa
21 აგვისტო 2021 23:36
2
აცალეთ ჯურელს, მინიმუმ კრილია სოვეტოვი ჯიბეში უდევს, მისი აზრით კი ეს აშკარა პროგრესია
დინამოელი
22 აგვისტო 2021 20:34
0
რუსებმა საშვილიშვილოთ მოინდომეს გაკეთება.ძვირია ძვირი.
cheroeli
23 აგვისტო 2021 16:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული