ქეცბაია "ანორთოსისს" "ნერვების ომისთვის" ამზადებს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრების წინ კვიპროსული Philnews-ი თემურ ქეცბაიას და "ანორთოსისის" შესახებ წერს:

"უნდა ველოდოთ, რომ საკუთარ მოედანზე, გულშემატკივრების თვალწინ "ანორთოსისი" უფრო აგრესიულად ითამაშებს. ამავდროულად, თემურ ქეცბაიას არ სურს, მისი ფეხბურთელები საკუთარი მოედნის ფაქტორის გამო გადაჭარბებული ენთუზიაზმით "გაგიჟდნენ". ქართველი მწვრთნელი გუნდს "ნერვების ომისთვის" ამზადებს.

გარდა ამისა, მოწინააღმდეგის სათადარიგოთა სკამზე მთავარი მწვრთნელი რონი ლევი ზის, რომელიც "ანტონის პაპადოპულოსის" გარემოს კარგად იცნობს."

"ბეერ შევასა" და "ანორთოსისის" ისრაელში გამართული დაპირისპირება უგოლო ფრით (0:0) დასრულდა, რაშიც თავისი წვლილი ფამაგუსტელთა კიპერ გიორგი ლორიას კარგმა
თამაშმაც შეიტანა. ქეცბაიას გუნდის განაცხადში ნიკა კაჭარავაცაა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

კვიპროსში გასამართი შეხვედრა 26 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altლორია საუკეთესო იყო, ქეცბაიას გულშემატკივრების ეიმედება

altქეცბაია სხვაგვარად ფიქრობს - კვიპროსული მედია




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული