შენგელიამ ისევ გაიტანა, კიტეიშვილი ტრავმირებულია, ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი "ლეუვენის" ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ. მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი.

შენგელია 22 აგვისტოს "ეუპენთან" წაგებულ შეხვედრაში (1:4) 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 83-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა, დღეს კი გასვლაზე "ანტვერპენთან" 74-ე წუთზე შეუშვა მწვრთნელმა მოედანზე, 2 წუთში მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა - 2:2. იმის გამო, რომ ლევანს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მწვრთნელმა ვილი სანიოლმა არ გამოიძახა. თუმცა, არაა გამორიცხული უხმოს კიდეც. შეგახსენებთ, ის ესპანეთთან გააძევეს და კოსოვოსთან ვერ ითამაშებს.

kleinezeitung-ის
ცნობით, ოთარ კიტეიშვილმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "მურასთან" ბარძაყის
კუნთის ტრავმა მიიღო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ის დღეს "ადმირასთან" მატჩის განაცხადში არ არის. სავარაუდოდ მისი ტრავმა სერიოზული არაა, მწვრთნელმა დაასვენა და ნაკრებში ჩამოვა.

დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა "კოპენჰაგენის" შემადგენლობაში სტუმრად "ვეილესთან", მისმა გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად 4:0.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჰო სულაც მაგის დარდი ჰქონდა ახლა შტურმის მწვრთნელს ნაკრების თამაში მოდის და დავასვენებ კიტესო.დ ეჰ დიდი შანსია ეგეც დაგვაკლდეს.
Ttt
30 აგვისტო 2021 08:39
0
ღმერთო ჩემო, შენგელიას გუნდში მარცხნიდან პირველი ლეო მესია?
ლევანი
29 აგვისტო 2021 23:59
2
რომ ჰქონდეს თამაშის, უფლება, იცით რამდენი გამოტოვა შენგელიამ? დიდი ხანი იყო უკლუბოდ და მხოლოდ ახლახანს მივიდა ახალ კლუბში და ითამაშა 2ჯერ, ისიც შეცვლაზე. ეს სია რომ გამოქვეყნდა, თვეების უთამაშებელი იყო ფაქტიურად. შეკრებაც არ გაუვლია.
Burton
29 აგვისტო 2021 23:42
2
ხო მაგრამ ესპანეთთან რომ გააძევეს, საბერძნეთთან არ გამოტოვა მერე შენგელიამ???
PIRLO
29 აგვისტო 2021 22:14
1
ოთომ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო მისი გუნდი ევროპა ლიგაზე ისეთ ჯგუფია რომ იქ კარგი თამაში ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი და ჩემი აზრით ოთო იმაზე გაცილებით მაღალი კლასის კლუბში და ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს ვიდრე შტურმი და ავსტრის ბუნდესლიგაა.
იმედი მაქვს ოთოს ტრამვა სერიოზული არ არის და ის ითამაშებს ნაკრებში ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია ჩვენი ნაკრებისთვის ახლა კვარა დაგვაკლდა და თუ ოთოც დაგვაკლდება მაშინ ჩემი აზრით ჩვენი შანსები ამ ორ თამაში რაიმე წარმატების მინიმუმამდე შემციდრება მეტოქებიდან გამომდინარე რაც შეეხება შენგელიას აშკარად კარგი ტრანსფერი გამოდგა მისი გადასვლა ამ კლუბში მართალია ჯერ მცირე დრო ეძლევა მაგრამ გოლები გაქვს და იმედი მაქვს კიდევ ბევრს გაიტანს.
გელა
29 აგვისტო 2021 21:55
2
შენგელიას სულ რომ სათამაშო პრაქტიკა ქონოდა, არ გამოიძახებდა, წითელი ბარათი აქვს და გინდა არ გინდა უნდა გამოტოვოს სანაკრებო თამაშები. რა გჭირთ, სპორტული გვერდი ხართ თუ ტვ პირველი ?
QT
29 აგვისტო 2021 21:14
25
"ტვ 1" რო არა იჯდებოდი ეხლა ქვევრში.
დათო
30 აგვისტო 2021 10:12
3
It depends, if a person gets a straight red card he will miss the next game for sure and it might be extented to two or three games if the player either abuses or does something even worse
QT
30 აგვისტო 2021 08:35
0
ყველა გამოხმაურება
ოთარს ჩემგან არ ესწავლება, მეგონა არც ხვიჩას, მაგრამ... მაგ ერთიშეხედვით მსუბუქი ტრამვის მკურნალობა და აუცილებელი რეაბილიტაცია სულ ბოლომდეა მისაყვანი, ბოლომდე! დაჩქარება რეციდივს იწვევს და უფრო ხანგრხლივ მკურნალობას საჭიროებს. მიხედე თავს. არ იჩქარო.
ცაგარა
29 აგვისტო 2021 21:08
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული