"კაცი, რომელიც დროს აჩერებს" - ლობჟანიძე ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
"ჰათაისპორის" ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ "ალანიასპორთან" მატჩში (5:0) გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და beinsportstr-მა თანაგუნდელ ადამა ტრაორესთან ერთად ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

"ჰათაისპორის" საიტმა ლობჟანიძის გოლის ტრადიციულად აღნიშვნის ფოტო გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო - "კაცი, რომელიც დროს აჩერებს".

საბამ ჩემპიონატის პირველ სამივე ტურში გაიტანა და ენტონი ნვაკაემესთან (ტრაბზონსპორი) და ჰაჯი რაიტთან (ანტალიასპორი) ერთად ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები საბას!!!
tngh
16:29 31-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული