მიქაუტაძეს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი

AutoSharing Option
მიქაუტაძის "სერენში" დაბრუნება წარმატებული ვერ გამოდგა - მისი გუნდი ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "სტანდარდთან".

"სერენს" ლიეჟური გუნდი დამარცხებული არასოდეს ჰყავდა (9 წაგება და 2 ფრე) და პირველი გამარჯვების მოპოვებას იმედოვნებდა, მაგრამ ისევ მარცხი განიცადა.

მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა მიქაუტაძე სასტარტოში არ დააყენა, ვინაიდან გუნდში მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში "სერენი" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ვერ გამოიყენა. 21-ე წუთზე "სტანდარდი" პენალტით სემი ამალაჰმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე გიორგი, 56-ე წუთზე მეკარე
არნო ბოდარტთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ გოლკიპერმა გოლის გატანა არ დაანება.

ბელგიური პრესა ხაზს უსვამს ქართველის აქტიურ თამაშს, რომელმაც 83-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველ მუსა სისოკოს მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა. დარჩენილ დროშიც მასპინძლები დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ბოდარტი.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გიორგიმ თქვა, რომ დაბრუნებით გახარებულია, თამაში სჭირდება, ამიტომ დაბრუნდა, გოლის გასატანად ცოტა დააკლდა, თუმცა იცის, რომ გოლების გატანას მალე დაიწყებს.

"სერენი" 9 ქულით მე-9 ადგილზეა და 19 სექტემბერს მე-8 ტურში გასვლაზე "ანტვერპენს" შეხვდება, ხოლო იქამდე, 15 სექტემბერს თასზე, ასევე გასვლაზე "ლოკერენ-ტემსეს" დაუპირისპირდება. ასე რომ, მიქაუტაძეს ყველაფერი წინ აქვს და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ხშირად მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგად შემოვიდა ნამდვილად დღეს რომ გაეტანა კარგი იქნებოდა გუნდისთვისაც და თვითონ გიორგისთვისაც ფსიქოლოგიურად თუმცა სამწუხაროდ ვერ გაიტანა მარა ძალიან ახლოს იყო გოლთან.
სერენი მართალია მე 2 ლიგიდან არის გადმოსული და ამ ეტაპზე სათამაშო კლასით ვერ ბრწყინავს, მაგრამ არც ცუდი შედეგები აქვს ამ ეტაპზე მე ვნახე ამ გუნდის რამდენიმე თამაში და კარგი გუნდია მებრძოლი გუნდია ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება მოედანზე.
მთელი სეზონი წინ არის ჩემპიონატის თამაშები თასის თამაშები და შესაძლო პლეიოფის თამაშები და გიორგის ექნება ბევრი თამაში და დრო იმისთვის რომ თავი გამოიჩინოს განვირთარდეს პროგრესირდეს ზოგადად ძალიან დასაფასებელია გიორგის საქციელი ის დაბრუნდა სერენში ,რომ მეცის მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელებას დაუმტკოცოს თავის ფასი დანახოს თავისი შესაძლებლობები მე არ ვიცი ამ სეზონში გიორგის ,როგორი რეზულტატი ექნება თუმცა მისი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ჩანს მართალია ძალიან დიდი სხვაობაა ბელგის მე 2 ლიგის გუნდებსა და პირველ გუნდებს შორის კლასში, არ იქნება მარტივი ხშირად მათი კარის აღება ,მაგრამ მე წარმატებებს ვუსურებ იმედი მაქვს ბევრ გოლს და საგოლე გადაცემას გააკეთებს და სანაკრებო შეხვედრებსაც კარგ ფორმაში შეხვდება.
ზურა
04:16 13-09-2021
0
და დაირქვას - ლუბრიკანტი
ოზუზი
02:14 13-09-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული