ევროპა ლიგა
„შტურმი“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა „მონაკოსთან“. გრაცულ გუნდში 71-ე წუთამდე ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მინიმალური ანგარიშით მოგებისა, მონეგასკურმა გუნდმა მეტოქე კლასით დაჯაბნა.
„ფერენცვაროში“ ლევერკუზენში 1:2 დამარცხდა „ბაიერთან“. ბუდაპეშტური გუნდის განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებულები ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი.
კონფერენს ლიგა
„გენტმა“, რომლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგო იყო, ტალინში 1:0 მოუგო „ფლორას“.
„კოპენჰაგენმა“ ბრატისლავაში 3:1 სძლია „სლოვანს“. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, ხოლო სტუმართა რიგებში
დავით ხოჭოლავამ. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ასეთი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად მზად არ აღმოჩნდნენ, თუმცა იმედი აქვს, რომ 30 სექტემბერს საბერძნეთში „პაოკთან“ ქულას აიღებენ, „ლინკოლნს“ კი შინ უეჭველი მოუგებენ.
„კოპენჰაგენის“ თავკაცმა იეს ტორუპმა თქვა, რომ მოედნის საფარი უვარგისი გახლდათ, მეტოქე დებიუტში სწრაფად და სწორხაზოვნად უტევდა, ბურთი დაუთმეს, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვიეს თავს, დამსახურებულად მოიპოვეს 3 ქულა, ასეთი მოგებები ფეხბურთელებს თვითდაჯერებულებს ხდის, კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება უწევთ, ამიტომ როტაციას უნდა მიმართონ, ახლა ძალებს აღიდგენენ და კვირას პირთამდე სავსე „პარკენზე“ „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდებიან. „კოპენჰაგენმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის ლიდერია.
„ანორთოსისი“ ნიქოზიაში 0:2 დამარცხდა ბელგრადის „პარტიზანთნ“. ფამაგუსტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ნიკა კაჭარავა 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ნიკა ნინუა კი სათადარიგო იყო.