ქართველები ევროტურნირებზე: სათადარიგო ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი მონაკოში, ქართული დერბი ბრატისლავაში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ევროტურნირებზე ჩატარებულ მატჩებში ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროპა ლიგა

„შტურმი“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა „მონაკოსთან“. გრაცულ გუნდში 71-ე წუთამდე ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მინიმალური ანგარიშით მოგებისა, მონეგასკურმა გუნდმა მეტოქე კლასით დაჯაბნა.

„ფერენცვაროში“ ლევერკუზენში 1:2 დამარცხდა „ბაიერთან“. ბუდაპეშტური გუნდის განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებულები ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი.

კონფერენს ლიგა

„გენტმა“, რომლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგო იყო, ტალინში 1:0 მოუგო „ფლორას“.

„კოპენჰაგენმა“ ბრატისლავაში 3:1 სძლია „სლოვანს“. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, ხოლო სტუმართა რიგებში
დავით ხოჭოლავამ. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ასეთი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად მზად არ აღმოჩნდნენ, თუმცა იმედი აქვს, რომ 30 სექტემბერს საბერძნეთში „პაოკთან“ ქულას აიღებენ, „ლინკოლნს“ კი შინ უეჭველი მოუგებენ.

„კოპენჰაგენის“ თავკაცმა იეს ტორუპმა თქვა, რომ მოედნის საფარი უვარგისი გახლდათ, მეტოქე დებიუტში სწრაფად და სწორხაზოვნად უტევდა, ბურთი დაუთმეს, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვიეს თავს, დამსახურებულად მოიპოვეს 3 ქულა, ასეთი მოგებები ფეხბურთელებს თვითდაჯერებულებს ხდის, კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება უწევთ, ამიტომ როტაციას უნდა მიმართონ, ახლა ძალებს აღიდგენენ და კვირას პირთამდე სავსე „პარკენზე“ „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდებიან. „კოპენჰაგენმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის ლიდერია.

„ანორთოსისი“ ნიქოზიაში 0:2 დამარცხდა ბელგრადის „პარტიზანთნ“. ფამაგუსტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ნიკა კაჭარავა 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ნიკა ნინუა კი სათადარიგო იყო.

altკიტეიშვილი ფაბრეგასის წინააღმდეგ, ქეცბაიას დაბრუნება და ქართველების დაპირისპირება
მკითხველის კომენტარები / 3 /
გენტის მწვრთნელი თუ ჩაკვეტაძეს ტალინის ფლორასთანაც კი სკამზე დატოვებდა მაგას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ალბათ ერთ ერთი ყველაზე სუსტი გუნდია ამ კონფერენც ლიგაზე ფლორა და მე საერთოდ ძირითადში თუ არა მეორე ტაიმის დებიუტიშივე ველოდებოდი გიორგის ძალიან გამიცრუვდა იმედი და ზოგადად ახლა უკვე მართლა საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ გენტის მწვრთნელი უბრალოდ აღარ ენდობა ჩაკვეტაძეს რადგან თუ ტალინის ფლორასთან არ ათამაშებ მაშინ ვიღასთან უნდა ათამაშო ? ვფიქრობ მას კლუბიდან გასაშვებად ამზადებენ გენტის მწვრთნელიც ორაზროვან განცხადებებს აკეთებს ხან ამბობს რომ ფორმაში არ არის და მაგიტო აძლევს მცირე დროს გასაგებია რომ ფორმაში არ არის და თუ არ ათამაშებენ ვერ შევა ფორმაში ზუსტად ასეთ მერიქებთან უნდა ათამაშო ფეხბურთელი რომ ფორმა აკრიფოს და პლიუს ის განცხადება რომ მან თანამედროვე ფეხბურთი უნდა ისწავლოს ეს საერთოდ ყოვლად გაუგებარი განცხადებაა 4 წელია ჩაკვეტაძე გენტშია და თუ ვერ ისწავლა თანამედროვე ფეხბურთი აქამდე ვერ შეამჩნიეს ? ნუ მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ჩაკვეს უბრალოდ აღარ ენდობიან და ესა მისი უთამაშებლობის რეალური ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი დღეს და არა სხვა რამე.
გიო
02:34 17-09-2021
1
არ ვიცი რა ვთქვა, ვფიქრობ რომ ჩაკვეტაძემ ტრამვის გამო უკვე დაკარგა ის დიდი შესაძლებლობები რას მას ქონდა, ახლა ზოგი შემეკამათება რომ ნიჭი არ იკარგება, დიახ ნიჭი არ იკარგება, მაგრამ აქ მთავარი ისაა, უკვე რამდენად გაძლევს შენი ფიზიკური შესაძლებლობები არსებული ნიჭის გამოვლენის საშუალებას. ნაკრების ბოლო თამაშებმა გვაჩვენა, რომ ჩაკვეტაძე იმის ლანდიღაა დარჩენილი რაც იყო ადრე. რატომღაც მგონია ფსიქოლოგიურადაც არაა მზად თამაშისთვის, თითქოს რაღაც მანდრაჟით თამაშობს. გუნდშიც არ ეძლევა თამაშის შანსი, ფლორასთან რომ კაცს 1 წუთსაც არ ათამაშებენ უკვე რაზეა საუბარი. მე მგონი დროა ჩაკვეტაძემ გენტიდან წასვლაზე იფიქროს, ალბათ სადმე პოლონეთის ან უნგრეთის საშუალო დონის კლუბში, სადაც მეტ სათამაშო დროს მისცემენ და თუ მოხდა სასწაული და დაიბრუნა ძველი ფორმა, შემდეგ უფრო დიდ გუნდებზეც შეიძლება ფიქრი.
დათო
13:16 17-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული