ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში "ვოლფსბერგერი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების 23 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი იცავს, გასვლაზე "რიდს" დაუზავდა - 3:3.
აღსანიშნავია, რომ 62-ე წუთამდე სტუმრები 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაუშვეს (ბოლო 90+4-ე წუთზე) და ქულით დაკმაყოფილება მოუწიათ.
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მიმდინრე ტურნირზე რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი 9 ქულით ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა და 25 სექტემბერს ლიდერ "ზალცბურგს" უმასპინძლებს.
მეორე პოზიციაზე მყოფი ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" 19 სექტემბერს გრაცში "ტიროლს" შეხვდება.