საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ "ჟილ ვისენტეში" პირველი გოლი გაიტანა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-6 ტურში "ჟილ ვისენტე" სტუმრად 0:1 მარცხდებოდა "ბელენენსეშთან", 86-ე წუთზე შეცვლაზე აბურჯანია შევიდა, 90+2-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
აბურჯანია "ჟილ ვისენტეში" ივლისის დასაწყისში გადავიდა, ჩემპიონატის მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სადებიუტო გოლი გაიტანა - ის სტანდარტულისას ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და ბურთი თავით გაიტანა.
"ჟილ ვისენტე" 8 ქულით მე-6 ადგილზეა და 25 სექტემბერს "პორტუს" უმასპინძლებს.